FM97.5 / LIVE

ზეწოლა ”ოცნების” აქტივისტებზე წინასაარჩევნო პერიოდში

მთავარიარჩევნები 16.10.2012
საქმიანობაში ხელისშეშლა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, დაპატიმრება, დაკითხვა, პროვოკაციის მცდელობა, - ”ქართული ოცნების” აქტვისტები წინასაარჩევნო პერიოდში მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ

ზეწოლა ”ოცნების” აქტივისტებზე  წინასაარჩევნო პერიოდში

იმის გამო, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობით კოალიცია ”ქართული ოცნება” გამოირჩეოდა, და ამავე დროს, პოლიტიკური კოალიცია უკვე ყოფილი მმართველი გუნდის ძლიერ კონკურენტად მოიაზრებოდა, ხელის შეშლისა და ზეწოლის ფაქტებიც ამ გაერთიანებას უკავშირდება.

პოლიტიკური კოალიციის წევრებისთვის საქმიანობაში ხელისშეშლისა და სიტყვიერი თუ ფიზიკური შეყრაცხყოფის ფაქტები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც კოალიციამ საკუთარი ”კარდაკარის” ჩატარება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მამუკა კაციტაძის მიერ შექმნილმა კომისიამ პროგრამა ”კარდაკარი” დაასრულა, ამომრჩეველთა სიების გადამოწმება, 24 ივნისს, ”ქართული ოცნების” აქტივისტებმა დაიწყეს.

26 ივნისს ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად გასულ კოალიცია ”ქართული ოცნების” აქტივისტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

”ქართული ოცნების” აქტივისტი ბესიკ მუმლაძე, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელში ცხოვრობს, ამომრჩეველთა სიებს სოფელ ვარხანში ამოწმებდა. მისი ნაამბობის მიხედვით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მან ერთ-ერთ ამომრჩეველს კითხა ვისი მომხრე იყო. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბეჯი ჩამოგლიჯა. მუმლაძის თქმით, მათზე ზეწოლის ფაქტები ადრეც დაფიქსირდა. კერძოდ, მათ სიტყვიერად აფრთხილებდნენ, რომ ”ქართული ოცნების” გაზეთები არ გაევრცელებინათ და ”კარდაკარის” პრინციპით სიები არ გადაემოწმებინათ.

იმავე დღეს, ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად გასულ ოცნების აქტივისტებს ლიანა კაპანაძესა და მთვარისა ქიმაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეშიც.

29 ივნისს ”ქართული ოცნების” აქტივისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა სცადეს ადიგენის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. სოფელ ზარზმაში ადგილობრივებმა ”კარდაკარის” აქტივისტები: იგორ დავაძე და დავით ლობჟანიძე სახლში არ შეუშვეს. კოალიციის აქტივისტები ამბობენ, რომ ადგილობრივები პოლიციამ დააშინა.

”მოსახლეობამ გვითხრა, რომ გაფრთხილებული არიან სოფლში სახლებში არ შეგვიშვან”, - აცხადებს ”კარდაკარის” მონაწილე იგორ დავაძე.

ამავე დღეს, სოფელ ფხეროში ”კარდაკარის” სამუშაოების შეწყვეტა მონაწილეებს სოფლის რწმუნებულმა მოსთხოვა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი ამ ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს. ”სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარში იგი აცხადებდა, რომ ადიგენში მომხდართან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს: ”ჩვენ ხელს არავის არაფერში ვუშლით”.

14 ივლისს დაპირისპირება მოხდა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში კოალიცია ”ქართული ოცნების” ”კარდაკარის” წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის. კოალიციის აქტივისტები ამბობენ, რომ მათ საქმიანობაში სპეციალურად შექმნილი ჯგუფები უშლიდნენ ხელს. ისინი უკან დაყვებოდნენ და ცდილობდნენ მოსახლეობა მათ წინააღმდეგ აემხედრებინათ.

”იკრიბებიან ჯგუფები და უკან დაგვყვებიან. შეურაცხყოფას გვაყენებენ. გვეუბნებიან, აქ უკვე ჩაატარეს გამოკითხვა, მეტი საჭირო აღარ არისო”, - ამბობს ”კარდაკარის” ერთ-ერთი მონაწილე ზაზა კახაძე.

”ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის მაშინდელი ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილი ამ ფაქტს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს უკავშირებდა. მისი მტკიცებით, ბესო ბექაური, რომელიც წარმოშობით სოფელ რუსთავიდანაა, ადგილობრივებს აფრთხილებდა ”ქართული ოცნების” აქტივისტები სოფელში არ შეეშვათ. თუმცა, ადიგენის გამგებლის მსგავსად, ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბექაურიც. ”ჩვენ არავის არაფერში არ ვუშლით ხელს. მსგავსი არაფერი მომხდარა”, - აცხადებდა იგი.

13 აგვისტოს, ახალციხის მკვიდრს, „ქართული ოცნების“ აქტივისტს აშოტ გრიგორიანს ქალაქის პარკში სეირნობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გრიგორიანს მეზობლები იმის გამო დაუპირისპირდნენ, რომ ის კოალიციის აქტივისტია, ქალაქში ”ოცნების” მაისურით დადიოდა და გაზეთებს ავრცელებდა.
17 აგვისტოს დაპირისპირება მოხდა ”ქართული ოცნების” ადიგენელ აქტივისტებსა და მაჟორიტარ კანდიდატსა და სოფლების, არლისა და უდეს მოსახლეობას შორის. არლის მოსახელობამ აქტივისტები სოფელში არ შეუშვა, სიტვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.

25 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ვარხანში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბიძინა გუჯაბიძის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადა სოფლის რწმუნებულმა ტარიელ მსხვილიძემ. მან ადგილობრივ თინა კოჯორიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ დეპუტატს სოფლის პრობლემეებზე ესაუბრებოდა.

”ქართულ ოცნებაში” იხსენებენ, რომ იყო პროვოკაციის მოწყობის მცდელობებიც.
22 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასპინძის პოლიციის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული გელა მურადაშვილი დააკავეს, რომელსაც “ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის ხელმძღვანელის, ტარიელ ივანიშვილის ცემა ედებოდა ბრალად.
გელა მურადაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომელია. იგი ივანიშვილს დასაქმებას სთხოვდა, მას შემდეგ რაც უარი მიიღო, ღამით მიუვარდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ტარიელ ივანიშვილი ამბობს, რომ უნდოდათ მურადაშვილი ოცნებაში ინფორმატორად შეეგზავნათ და რადგან ეს არ გამოუვიდათ, მურადაშვილმა პროვოკაციის მოწყობა სცადა.
წინასაარჩევნო პერიოდში კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიმართ სამცხე-ჯავახეთში სამართლებრივი დევნაც დაიწყო. საქმე წლების წინ მომხდარ ფაქტებზე აღიძრა ან განახლდა.

23 ივნისს, 23:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ ”ქართულო ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონე გეორგი მხჩიანი დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ა პუნქტით წაუყენეს, რაც უფლების დამდგენი დოკუმენტის გაყალბებას გულისხმობს. 26 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მხჩიანი ბრალდებულად ცნო და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებიდან დღემდე მხჩიანის საქმეზე სასმართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. 27 აგვისტოს მხჩიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა, 5 სექტემბერს კი საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. ბოლოს პროცესი 25 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ბრალდებულისა და მისი ადვოკატის გიორგი ჯვარიძის გამოუცხადებლობის მოტივით მეექვსედ გადაიდო. მხჩიანის საქმის განხილვა ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 12 ოქტომბერს განაახლა. გეორგი მხჩიანს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა თავდებით შეუნაცვლეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულს თავდებად ”კოალიცია ქართული” ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ბორჯომში გედევან ფოფხაძე და პარლამენტის დეპუტატი ასევე ”ქართული ოცნებიდან” გიორგი ჟვანია დაუდგნენ. მხჩიანის ადვოკატები გიორგი ჯვარიძე და მირიან ნიკოლაძე დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდების მხარე ბრადებას უარყოფს და მხჩიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება.
27 ივნისს კოალიცია “ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის წევრი ნუგზარ (მერაბ) ზაქაიძე ახალციხის რაიონული სამმრთველოს შენობაში 8 საათის განმავლობაში დაკითხვაზე ჰყავდათ.

მისი ადვოკატის განმარტებით, ზაქაიძე 2005 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით იკითხებოდა. საქმე ეხებოდა 2000 წელში გაყიდული ფქვილის შემთხვევას, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე 2005 წელს აღიძრა, მაგრამ ფაქტებისა და მტკიცებულებების არ არსებობის გამო მალევე შეწყდა. იმ დღის შემდეგ ზაქაიძეს არავინ შეხმიანებია.

8 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი მელიქ რაისიანი თაღლითობის ბრალდებით დაუსწრებლად გაასამართლეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რაისიანს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 ათასი ლარის ჩარიცხვაც მოუწევს. საქმე 2007 წელს მომხდარ ფაქტზეა აღძრული.

რაისიანს ბრალად ედება მოქალაქე მალვინა მატარაძისთვის 38 ათასი ლარის გამოძალვა. გამოძიების ინფორმაციით, რაისიანი 38 ათასი ლარის სანაცვლოდ მატარაძეს პარლამენტის წევრის ავტორიტეტის გათვალისწინებით მფარველობას და გადასახადების დამალვაში დახმარებას დაპირდა.
როგორც რაისიანის ადვოკატმა თეიმურაზ კუტივაძემ განაცხადა, არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ რაისიანმა ეს თანხა აიღო. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ რაისიანი არავის არაფერს დაპირებია.
მელიქ რაისიანი კიდევ ერთ, იმავე საქმეში ფიგურირებს, რის გამოც გეორგი მხჩიანი იყო დაკავებული. რაისიანს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ახალქალაქში „ქართული ოცნების“ ოფისის მფლობელია. არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ახალქალაქში არსებული შენობის მფლობელი გეორგი მხჩიანია. თუმცა გამოძიება ამბობს, რომ ხელშეკრულება გაყალბებულია და შენობის ფაქტობრივი მეპატრონე მელიქ რაისიანია.
”ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი და უკვე პარლამენტის წევრი ”ქართული ოცნებიდან” გიორი ჟვანია ამბობს, რომ მელიქ რაისიანს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც „ქართულ ოცნებას“ ღიად დაუჭირა მხარი. მელიქ რაისიანი სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. ამასთან, 2004 წელს პარლამენტში იგი "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შევიდა.

”ქართული ოცნების” ახალციხისა და ახალქალაქის შტაბებში ამბობენ, რომ ზეწოლა მათ მხარდამჭერებსა და აქტივისტებზე არჩევნების დღესაც გაგრძელდა.

”არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩვენ ორ წევრს მოუწყეს პროვოკაცია და დააპატიმრეს. ძმები სასუნ და ტიგრან დავითიანები ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. შეხა-შემოხლა მოხდა მათსა და ნაციონალების აქტივისტებს შორის”, - იხსენებს ”ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჟვანია.

12 ოქტომბერს, ახალქალაქის მაგისტრანტმა სასამართლომ ძმებ დავითიანები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გარდა ამისა, ”ოცნების” შტაბებში ამბობენ, რომ არჩევნების წინა დღეს მათ აქტივისტებს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა დაურეკეს და 2 და 3 ოქტომბრისთვის დაკითხვაზე დაიბარეს.

”30-ში შეკრებილი გვყავდა აქტივი და ატყდა რეკვები ზუსტად ამ პერიოდში. ეუბნებოდნენ, რომ აღძრულია მათზე სისხლის სამართლის საქმეები და 2 რიცხვში უნდა გამოცხადდნენ პოლიციაში დაკითხვაზე. თუმცა, არჩევნების შემდეგ მათ აღარავინ შეხმიანებია”, - აცხადებს გიორგი ჟვანია.

მსგავსი ზარები ”ქართული ოცნების” ახალციხელმა აქტივისტებმაც მიიღეს. ახალციხის შტაბის უფროსი ელვარდ ზაზაძე ამბობს, რომ მათი წევრების ნაწილს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ, ნაწილს კი უცხადებდნენ, რომ თვითონ იყვნენ მოსყიდულები.

”30 სექტემბერს, საღამოს საათებში, 21:00 საათის შემდეგ, რამდენიმე ჩვენს აქტივისტს დაურეკეს და 2 და 3 ოქტომბერს დაკითხვაზე დაიბარეს. ნაწილი დათანხმდა მისვლაზე, ნაწილმა უარი განაცხადა. ამან ცხადია მოახდინა გავლენა ჩვენს კოორდინატორებზე, შიშის ფაქტორი ცხადია იყო”, - ამბობს ელვარდი ზაზაძე.

მისივე თქმით, 2 და 3 ოქტომბერს, იმ დღეს, როცა დკითხვაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ, მათ აქტივისტებს აღარავინ შეხმიანებია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.


ზეწოლა ”ოცნების” აქტივისტებზე  წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა ”ოცნების” აქტივისტებზე  წინასაარჩევნო პერიოდში


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაპირისპირება ადგილობრივებსა და „ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის
”ქართული ოცნების” აქტივისტებს საქმიანობაში ხელს უშლიან
”ქართული ოცნების” ადიგენელ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ადიგენის სოფლებში დაშინებაზე საუბრობენ
მხჩიანი თავდებით გაათავისუფლეს
შსს-მ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის წევრის ცემაში ბრალდებული დააკავა
“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს პატიმრობა შეუფარდეს