FM97.5 / LIVE

”ქართული ოცნების” ადიგენელ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 26.06.2012
ოპოზიციური კოალიცია ”ქართული ოცნების” აქტივისტს, ბესო მუმლაძეს სოფელ ვარხანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

”ქართული ოცნების” ადიგენელ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ”ქართული ოცნების” ადიგენის რაიონული შტაბის წევრი ბესო მუმლაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში ”კარდაკარზე” დადიოდა და ამომრჩეველთა სიებს ამოწმებდა.

როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მას მკერდზე დამაგრებული ”ქართული ოცნების” ბაჯი ჩამოგლიჯა.

”კარდაკარის” ანკეტაში არის კითხვა იმის შესახებ თუ რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები არიან. მისი გაღიზიანება სწორედ ამ კითხვას მოჰყვა. მომედავა, რომ ეს უკანონობა იყო, მომვარდა და ბაჯი ჩამომგლიჯა. ვინ იყო არ ვიცი”, - ამბობს ბესო მუმლაძე.

მისივე თქმით, ინციდენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილიც შეესწრო.

”სამხრეთის კარიბჭე” სიმონ პარუნაშვილს დაუკავშირდა. ”ავიარე მაგ სოფელში, მაგრამ არაფერი დამინახავს”, - გვითხრა გამგებელმა სატელეფონო საუბარში.

დაწვრილებით ინფორმაციას ”სამხრეთის კარიბჭე” მოგვიანებით მოგაწვდით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ქართული ოცნების” აქტივისტებს საქმიანობაში ხელს უშლიან
ადიგენის სოფლებში დაშინებაზე საუბრობენ
„ნაციონალების“ აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
დაპირისპირება ადგილობრივებსა და „ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის
”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბმა კარვიდან ოფისში გადაინაცვლა
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
ზეწოლა ”ოცნების” აქტივისტებზე  წინასაარჩევნო პერიოდში