FM97.5 / LIVE

ადიგენის საკრებულოში უმრავლესობა 'ქართული ოცნების' დეპუტატები იქნებიან

მთავარიპოლიტიკა 20.06.2014
ადიგენის საკრებულოში 21 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ იქნება, 6 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 2 „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან და 1 საინიციატივო ჯგუფიდან.

ადიგენის საკრებულოში უმრავლესობა 'ქართული ოცნების' დეპუტატები იქნებიან
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად ბარიერი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ და ერთმა საინიციატივო ჯგუფის კანდიდატმა გადალახა.

ბლოკ „ქართული ოცნებიდან“ ადიგენის საკრებულოში 21 დეპუტატი შევა, აქედან 12 მაჟორიტარი დეპუტატია, 9 პარტიული სიით გასული დეპუტატი.

მმართველი გუნდის შემდეგ, ყველაზე მეტი დეპუტატი ბლოკ „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ ეყოლება, ჯამში 6 დეპუტატი: 2 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 4 პარტიული სიით.

„ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციას“ ადიგენის საკრებულოში მაჟორიტარული სიით კანდიდატი არ ეყოლება, პარტიული სიით კი 2 დეპუტატი .

საინიციატივო ჯგუფს 1 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

„ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატები არიან: ნუგზარ ქაშიბაძე, ნანა ბარბლიშვილი, ალექსი ენდელაძე, კობა ჩხიტუნიძე, ნინა სტეფანოვა, გიორგი მინაძე, ბაგრატ ხოზრევანიძე, ნუკრი ხვედელიძე, შალვა გავაშელი, ავთანდილ გობაძე, ვაჟა ობოლაშვილი და მუხრან ხარშილაძე,

„ნაციონალური მოძრაობიდან“ : თენგიზ ქომოშვილი და ჯონდო ხარაიშვილი.

საინიციატივო ჯგუფიდან: თეიმურაზ შავაძე.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ დაკომპლექტდება  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ასპინძის საკრებულოში 2 უპარტიო დეპუტატი იქნება
ვინ არიან ასპინძის საკრებულოს დეპუტატები
ქალები თვითმმართველობაში
ბორჯომის საკრებულოში  „ოცნებას“ უმრავლესობა არ ჰყავს
მანდატები  ადიგენის, ასპინძისა და ნინოწმინდის საკრებულოებში
ვინ იქნებიან ადიგენის საკრებულოს წევრები