FM97.5 / LIVE

ბორჯომში "ქართული ოცნების' გამგებლობის კანდიდატი დიმიტრი ყიფიანია

მთავარიარჩევნები 07.05.2014
გამგებლის მოადგილე გამგებლობის კანდიდატად და 11 მაჟორიტარი დეპუტატი – „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კანდიდატები ამჯერად ბორჯომელ ამომრჩეველს წარუდგინა.

ბორჯომში "ქართული ოცნების' გამგებლობის კანდიდატი დიმიტრი ყიფიანიაბორჯომის ცენტრალური პარკის დარბაზში შეკრებილ ადგილობრივებს საარჩევნო კანდიდატები საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ვოლსკიმ და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ წარუდგინეს. ტრადიციულად, შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული სამცხე–ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე.

„ის პასუხისმგებლობის დიდი გრძნობითა და სამშობლოსადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა. მას აქვს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ მოიპოვოს ხალხის სიყვარული“, - ასე დაახასიათა ვოლსკიმ დიმიტრი ყიფიანი.
ბორჯომში "ქართული ოცნების' გამგებლობის კანდიდატი დიმიტრი ყიფიანიაგიორგი ვოლსკის შემდეგ ტრიბუნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატს დიმიტრი ყიფიანს დაეთმო. გამგებლობის კანდიდატმა დარბაზში შეკრებილებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო მოვლენები შეახსენა და იქვე სამომავლო გეგმებს შეეხო. ყიფიანმა განაცხადა, რომ ერთ–ერთი პრიორიტეტი ბაკურიანის განვითარება იქნება.

„ეს უნიკალური ადგილი დღემდე უპატრონო ბავშვივითაა მიტოვებული. მიმდინარე წელს გაკეთდება რამდენიმე ქუჩა, პარკი, კეთილმოეწყობა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია – ის ადგილია, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავია. გარდა ამისა, ბორჯომში დაგეგმილია ბაგა-ბაღების სრული რეაბილიტაცია, განახლდება ბორჯომის ავტოპარკი, არ დარჩება არცერთი ქუჩა, უბანი, სადაც არ იქნება გზა და განათება“, – განაცხადა ყიფიანმა.

გამგებლობის კანდიდატი დავით კოდუას ცემის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ სამართლიანობის აღდგენა ქუჩაში არ გადაინაცვლებს: „იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება და სამართლიანობის აღდგენა გაგრძელდება იქ, სადაც უნდა იყოს ცივილურ ქვეყანაში“.

გამგებლობის კანდიდატმა წარუდგინა შეკრებილებს მუნიციპალიტეტის თემების მაჟორიტარები. 11 მაჟორიტარიდან 10 მამაკაცია.

ბორჯომში მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძეა, ახალდაბაში გოჩა ბლიაძე, სოფელ ტბაში არჩილ აბრამაშვილი, ყვიბისის თემში ლევან ბლიაძე, დვირის თემში ელზა კუჭუხიძე, ციხისჯვარის თემში დავით კამკამიძე, წაღვერის თემში ალექსი გელაშვილი, ბაკურიანში ზურაბ კურტანიძე, ტაბაწყურის თემში ანდრანიკ შაინიანი, სოფელი ბალანთაში არაიკ ანტონიანი, ტაძრისში კი გიორგი ფერაძე.
ამომრჩევლებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ მაჟორიტარობის კანდიდატებიც.

ბორჯომში "ქართული ოცნების' გამგებლობის კანდიდატი დიმიტრი ყიფიანია

„ძალიან კარგი გუნდია, მთავარია დაპირებებს როგორ შეასრულებენ“, - გვითხრა ადგილობრივმა სალომე ანთაძემ.

ამავე თემაზე იხილეთ ვიდეომასალა. (R)

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ლიდერობს
რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები მესხეთში
ადიგენში „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძეა

ასპინძაში, ხიზაბავრის თემში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს [R]
ბორჯომში საკონკურსო კომისიამ გამგებლობის კანდიდატი შეარჩია
ბორჯომში მეორე ადგილზე „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" გავიდა