FM97.5 / LIVE

ადიგენის ახალი გამგებელი იქამდე შეარჩიეს, ვიდრე ყოფილი გამგებლის საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს

მთავარიპოლიტიკა 26.02.2014
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე ერთი თვე რჩება, თუმცა, დღეს, 26 თებერვალს, მის შემცვლელად ახალი კადრი გამოჩნდა; პოლიტიკური ზეწოლა თუ რიგითი საკადრო ცვლილება; რატომ ტოვებს თანამდებობას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;

ადიგენის ახალი გამგებელი იქამდე შეარჩიეს, ვიდრე ყოფილი გამგებლის საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს
ზაქარია ენდელაძე

დღეს, 26 თებერვალს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ, ზაქარია ენდელაძე დაინიშნა. გასული წლის სექტემბრამდე ეს პოსტი რატი ტატალაშვილს ეკავა. თუმცა, ახლა იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელთან, სიმონ პარუნაშვილთან ერთად, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

ზაქარია ენდელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენიდანაა.1999 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს მესხეთის ფილიალში ისტორიის ფაკლულტეტი დაამთავრა. 1999 წლიდან 2004 წლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ორგანოებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2004 წლიდან 2007 წლამდე იურიდიულ ფაკუკლტეტზე სწავლობდა. 2004 წლიდან დღემდე კი ადვოკატთა ასოციაციის წევრი იყო და დედაქალაქში საქმიანობდა.

„ახლა შევიწყვეტ ადვოკატთა ასოციაციაში უფლება-მოსილებას“, - გვითხრა ზაქარია ენდელაძემ.

ენდელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შესრულებას ხვალიდან, 27 თებერვლიდან შეუდგება. 28 თებერვალს კი გამგებლის მოვალეობის შესრულებაზე უარს არსენ ბალახაშვილი იტყვის. მას გასული წლის სექტემბრამდე, ანუ მანამდე, სანამ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს სიმონ პარუნაშვილს დააკავებდნენ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, პარუნაშვილის დაკავების შემდეგ კი გამგებლის მოვალეობას ასრულებს.

„ბალახაშვილი გადადგომაზე განცხადებას 28-ში დაწერს“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე.

მიზეზი თუ რატომ წერს ბალახაშვილი განცხადებას გადადგომის შესახებ, ენდელაძე არ აკონკრეტებს: „ალბათ განცხადებაში დაწერს ყველაფერს“.

ადიგენის ახალი გამგებელი იქამდე შეარჩიეს, ვიდრე ყოფილი გამგებლის საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს
გამგებლის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი

ბალახაშვილის გადადგომის შემდეგ დღის წესრიგში ავტომატურად დადგება გამგებლის ახალდანიშნული მოადგილის, ზაქარია ენდელაძის დანიშვნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად.

„კანონი მავალდებულებს, რომ მოვალეობა გამგებლის მოადგილემ შეასრულოს“, - აცხადებს ენდელაძე.

არსენ ბალახაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამგებლის მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს, არ ადასტურებს: „ჯერჯერობით აქ ვარ, არსად მივდივარ და მომავალში რა იქნება, არ ვიცი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ადიგენის რაიონულ ორგანიზაციაში კი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ. ადიგენი რეგიონში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა.

„არსენზე ზეწოლა ხორციელდება, ასე რომ არ იყოს, რატომ იტყოდა გამგებლის მოვალეობის შესრულებაზე უარს?! ახალდანიშნული ზაქარია ენდელაძე კი „ოცნების“ მხარდამჭერია“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ადიგენის ყოფილი გამგებელი, სიმონ პარუნაშვილი.

ადიგენის ახალი გამგებელი იქამდე შეარჩიეს, ვიდრე ყოფილი გამგებლის საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს
ადიგენის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი

მას ეთანხმება ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარიშვილიც: „20 დღეში სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი და ახლა ნიშნავენ ახალ გამგებელს?! იქნებ გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს სასამართლოს და ყველა თანამშრომელს გამგეობაში აბრუნებენ?! ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება და მისი გადაწყვეტილებაც უკვე წინასწარ იციან?! წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ კადრს არ მიიღებდნენ“.

ჩილინგარიშვილიც დარწმუნებულია, რომ ზაქარია ენდელაძე „ოცნების“ რიგებიდანაა“: „ნაციონალი“ რომ ყოფილიყო, მისი დანიშვნის შესახებ აუცილებლად მკითხავდნენ“.

ღიად დატოვეს „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვა ზაქარია ენდელაძის პარტიული კუთვნილების შესახებ არსენ ბალახაშვილმა, გივი ენდელაძემ და თავად ზაქარია ენდელაძემაც.

„ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ“, - გვითხრა გამგეობის ახალდანიშნულმა თანამშრომელმა.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დანიშნეს, დაბაში იციან, რომ დღეიდან მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს.

„დღეს ახალი გამგებელი მოსულა, არ ვიცნობ ვინ არის, მაგრამ ამბობენ, რომ ადგილობრივია“, - გვითხრა ადიგენში მცხოვრებმა ივანე შევჩენკომ.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი შეიცვალა
ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ადიგენის გამგებლის პირველ მოადგილედ, შესაძლოა, იმედა მღებრიშვილი დაინიშნოს
ადიგენში საკონკურსო კომისია თავმჯდომარემ, გივი ენდელაძემაც დატოვა
ადიგენში „ოცნების“ თავმჯდომარედ ზაქარია ენდელაძე აირჩიეს
სააპელაციოში  ადიგენის გამგებლის ყოფილი მოადგილის საქმის განხილვა იწყება