FM97.5 / LIVE

დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესზე

მთავარისამართალი 01.05.2014
ადიგენის ყოფილი გამგებლის ბოლოს წინა პროცესზე დაცვის მხარის წარმომადგენლებმა 8 თვის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესები შეაჯამეს; განაჩენის გამოტანამდე საბოლოო სიტყვები ბრალდებულებმაც წაიკითხეს;

დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესზე
დღეს, 1 მაისს ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესი დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. დასკვნითი სიტყვა პირველმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის რატი ტატალაშვილის ადვოკატმა ივანე ტატალაშვილმა წაიკითხა. იგი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის დამტკიცებას საათისა და 35 წუთის განმავლობაში ცდილობდა.

მისი თქმით, საქმე მტკიცებულებების სიმწირეს განიცდის და არცერთ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია: „ადიგენი 2009“-სა და შპს „ნამქერისაგან“ სახელმწიფოს არცერთი თეთრი ზიანი არ მიუღია, ამდენად, დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, მათ მიერ განხორციელებული ტენდერებით საზოგადოებისთვის უფრო მეტი სასიკეთო შედეგი დადგა“.

უფრო მეტიც, ტატალაშვილის განცხადებით, 23 აპრილს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მარიკა ჩიტაშვილმა „ნამქერის“ მეპატრონე ანტონ მერაბიშბვილი, იმ ეპიზოდში, რასაც ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილ თანამშრომლებსაც ედავებიან, (რომ თითქოს მერაბიშვილმა 4 729 ლარი მიითვისა), გაამართლა.

„მოსამართლემ განაცხადა მერაბიშვილს ამ ნაწილში არაფერი მიუთვისებიაო, მაშინ ამათმა (ბრალდებულებმა („ს.კ“)) რა დააშავეს, რა მიითვისეს?!“ - კითხულობს ტატალაშვილი.

მის შემდეგ, საბოლოო სიტყვის წასაკითხად სიმონ პარუნაშვილის ადვოკატს გიორგი გელხაურს 20 წუთი დასჭირდა. გელხაურის განცხადებით, პარუნაშვილი „ადიგენი 2009“-სთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გაფორმებულ ოქმს ხელს არ აწერს.

მისივე თქმით, „ადიგენი 2009“-ის მიერ საკვალიფიკაციო დოკუმენტების წარმოდგენა და მისი გამარჯვებულად გამოვლენა ერთსადაიმავე სხდომაზე მოხდა. ამ სხდომას „ადიგენი 2009“-ს 100%-იანი წილის მფლობელი, ადიგენის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ასევე სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი გელა აღლემაშვილი არ ესწრებოდა: „ამიტომ მიკვირს აღლემაშვილმა რა დანაშაული აღიარა?! არ ესწრებოდა ამ სხდომას და რა დანაშაული უნდა ჩაედინა?!“

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, „ნამქერის“ საკითხს, გელხაურის განცხადებით, საქმეში არა რსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ პარუნაშვილმა სატენდერო დოკუმენტაციაში ხარჯთაღრიცხვის შეცვლის შესახებ რაიმე იცოდა: „ნამქერი“ იყო ერთადერთი ფირმა, რომელიც ტენდერში მონაწილებოდა და შესაბამისად ვერც რაიმე შეთანხმება იარსებებდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ნამქერისთვის“ უპირატესობა მიენიჭებინათ“.

კოლეგებს დაეთანხმა და 15 წუთი ისაუბრა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის ჯემალ იაკობაძეს უდანაშაულობის შესახებ მისი ინტერესების დამცველმა ეკა აბაშიძემ.

მის შედეგ საბოლოო სიტყვები ბრალდებულებმა წარმოთქვეს.

„უფლება მქონდა სოფლის მხარდაჭერის პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკებით განმეხორციელებინა, მაგრამ ტენდერი იმიტომ გამოვაცხადე, რომ თანხა დამეზოგა და ამ ტენდერში „ადიგენი 2009“-ამ გაიმარჯვა. მე არ ვიცოდი თუ „ადიგენი 2009“ გელა აღლემაშვილის იყო“, - განაცხადა სიმონ პარუნაშვილმა.

რაც შეეხება „ნამქერის“ საქმეს, მისივე თქმით, მან ფული ანტონ მერაბიშვილს მას შემდეგ გადაურიცხა, რაც ინსპექტირების ჯგუფი შესრუებული ობიექტის დასათვალიერებლად გავიდა და წარმოადგინა დოკუმენტი, რომ პროექტი პირობების დაცვით იყო შესრულებული: „მთხოვეს, რომ ტენდერით შესრულებული სამუშაოსთვის ფული გადამერიცხა და გადავრიცხე კიდეც“.

პარუნაშვილის განცხადებით, მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება: "არაერთხელ შემომითვალეს,რომ თანამდებობა დამეტოვებინა. დაკავებამდე 2 დღით ადრეც გამაფრთხილეს, წადი თორემ დაგიჭერთო და დამაკავეს კიდეც".

5-5 წუთი დასჭირდათ დასკვნითი სიტყვების წარმოსათქმელად რატი ტატალაშვილსა და ჯემალ იაკობაძეს. ისევე, როგორც პარუნაშვილს, მათაც ადიგენის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ყველა პროექტი ეამაყებათ და აცხადებენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

„8 ტომარა დოკუმენტები წაიღეს და 650-მდე განხორციელებული პროექტიდან ამის მეტი თუ ვერაფერი გვინახეს, მართლაც საამაყოა. 70 ათასი დაგხვდა ბიუჯეტი და იმდენი შევძელით, რომ ბოლოს წელი 679 ათასი ლარის ნაშთით დავხურეთ და ეს ამ ბიჭებთან (ტატალაშვილი, პარუნაშვილი („ს.კ“)) ერთად გავაკეთეთ“, - განაცხადა ჯემალ იაკობაძემ.

ბოლო პროცესი 7 მაისს 13 საათზე ჩაინიშნა. ამ დღეს მოსამართლე გიორგი ლონდარიძე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი გასული წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. მასთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალი ედებათ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ჯემალ იაკობაძეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტს გელა აღლემაშვილს (რომელთანაც განრიდება გაფორმდა) და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს რატი ტატალაშვილს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
დღეს ადიგენის გამგებელს განაჩენს გამოუტანენ
რაში გაამტყუნა სასამართლომ ადიგენის ყოფილი გამგებელი
დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება
ადიგენის გამგებელს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
პროკურორის საბოლოო სიტყვა ადიგენის გამგებლის საქმეზე