FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგებლის საქმეს ერთი ბრალდებული გამოაკლდა

მთავარისამართალი 26.11.2013
26 ნოემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელთან ერთად პასუხისგებაში მიცემული სამი პირიდან ერთ-ერთმა სასამართლო დარბაზი დატოვა. რატომ არ მიეცა ბრალდებულს უფლება სასამართლოს სიმართლის გარკვევაში დახმარებოდა.

ადიგენის გამგებლის საქმეს ერთი ბრალდებული გამოაკლდა
ადიგენის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის შუამდგომლობების წარდგენით დაიწყო. პირველი შუამდგომლობა, ერთ-ერთ ბრალდებულს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტს გელა აღლემაშვილს ეხებოდა.

„აღლემაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამიტომ ბრალდების მხარე სარგებლობს დისკრეციის უფლებით და ითხოვს მის განრიდებას“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა რევაზ მამარდაშვილმა.

მოსამართლე გიორგი ლონდარძემ მამარდაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა: „მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს გამოეყოფა აღლემაშვილის საქმე და ის სასამართლოს დასამტკიცებლად ცალკე დაუბრუნდება. მიღებული გადაწყვეტილება აღარ გასაჩივრდება“.

აღლემაშვილს ეხებოდა მეორე შუამდგომლობაც. მამარდაშვილმა მომავალ პროცესზე აღლემაშვილის მოწმის სახით დაკითხვა ითხოვა.

ბოლო პროცესზე მოწმე სპარტაკ მაჭარაშვილმა დაკთხვისას განაცხადა, რომ ის ეხმარებოდა ანტომ მერაბშივილს (ვინც ტენდერში მოგებული სამუშაო შეასრულა) სატენდერო დოკუმენტაციის შეცვლაში. სწორედ გელა აღლემაშვილის მეშვეობით გადასცა ანტონ მერაბიშვილს სპარტაკ მაჭარაშვილმა დოკუმენტები. ამიტომ ახალი გარემოებები გამოიკვეთა და მომეცით ნება, რომ მომავალ პროცესზე აღლემაშვილი დავკითხოთ“, - განაცხადა პროკურორმა.

მას დაეთანხმნენ აღლემაშვილი და მისი ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძეც.

„მაჭარაშვილის დაკითხვისას გამოიკვეთა უზუსტობები და გვინდა ამ ყველაფერს ნათელი მოვფინოთ“, - მიმართა მოსამართლეს ბარძიმაძემაც, თუმცა მას კოლეგები არ დაეთანხმნენ.

სიმონ პარუნაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურისთვის გაუგებარია, თუ გელა აღლემაშვილის მიმართ განრიდება გაფორმდება, მაშინ რა ფორმით უნდა დაიკითხოს იგი. მისივე თქმით, თუ რიგი საკითხები სპარტაკ მაჭარაშვილის ჩვენების გამო ისევ ბუნდოვანი რჩება, მაშინ გაირკვეს ყველაფერი და ბრლადებამ ამის შემდეგ გაიხმოს აღლემაშვილის საქმე სასამართლოდან: „ეს შუამდგომლობა სასამართლომ წინა პროცესზე არ დააკმაყოფილა და ახლა რისი იმედი აქვს პროკურორს, იგივე შუამდგომლობას რომ აყენებს, არ ვიცი“.

გელხაურს დაეთნხმნენ სხვა ადვოკატებიც.

პროკურორი კი კვლავ საკუთარი პოზიციის დაცვას შეეცადა: „მე საქმეში მაინც მაქვს ის ინფორმაცია, რაც აღლემაშვილს აქ უნდა ეთქვა. მაგრამ რადგან გავითვალისწინე ბრალდებულის და მისი ადვოკატის სურვილი მიაწოდონ ეს ინფორმაცია სასამართლოსაც, შუამდგომლობა ამიტომ დავაყენე“.

მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღლემაშვილის მომავალ პროცესზე დაკითხვასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდება.

„იგივე შუამდგომლობა, რომელზეც უკვე გადაწყვეტილებაა მიღებული სასამართლოში, იგივე სასამართლოში აღარ განიხილება“, - უპასუხა ლონდარიძემ მხარეებს და დარბაზში პირველი მოწმე გამოიძახა.

მისი დაკითხვის პროცესს გელა აღლემაშვილი და მისი ადვოკატიც დაესწრენ, თუმცა, მანამდე სანამ მეორე მოწმის დაკითხვას დაიწყებდნენ, გელა აღლემაშვილმა მოსამართლეს სასამართლოზე დაკითხვა სთხოვა: „გთხოვთ დამკითხეთ ბატონო მოსამართლე. ბევრი ბუნდოვანი საკითხია და ჩემი დაკითხვით ბევრი რამ გაიკრვევა“.

„მესმის თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ ამაზე უკვე იმსჯელა სასამართლომ“, - უპასუხა მოსამართლემ ბრალდებულს.
ამის შემდეგ ბრალდებულმაც და მისმა ადვოკატმაც სასამართლო დარბაზი დატოვეს.

„ცალკე რომ დაკითხავენ, უფრო ცუდი იქნება, ვიდრე აქ რომ დაიკითხებოდა“, - უთხრა ირაკლი ბარძიმაძემ ადვოკატებს და სასამართლო დარბაზიდან გავიდა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „სამხრეთის კარიბჭე“ გელა აღლემაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და კითხვაზე თუ რისი თქმა სურდა მას სასამართლოსთვის, გვიპასუხა: „ბევრი ახალი, გამოუცდელი კადრია, გაუგებრად საუბრობენ, ამიტომ ბუნდოვანი დარჩა რიგი საკითხი და მინდოდა ამ ყველაფრისთვის ნათელი მომეფინა, მაგრამ თუ სიტყვის თქმის საშუალება მომეცემოდა, სასამართლოში ვიტყოდი“, - გვთხრა და ტელეფონი გაგვითიშა.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. მასთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის სხვადასხვა ეპიზოდში ბრალი ედებათ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ჯემალ იაკობაძეს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტს გელა აღლემაშვილს (რომელიც დღეიდან გამოაკლდა საქმეს) და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს რატი ტატალაშვილს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ადიგენის გამგებელს განაჩენს გამოუტანენ
დარჩიაშვილი: 'ხის თავი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური სარჩული ვერ დაინახო'
ადიგენის ყოფილი გამგებლის დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ
ადიგენის  ყოფილი გამგებლის „საქმის ავტორის“ ორსაათიანი დაკითხვა