FM97.5 / LIVE
შვიდი ოჯახიდან, ოთხი საცხოვრებლად კვლავ აქ დარჩება. დანარჩენი სამი ოჯახის ბედს კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გადაწყვეტს.">

ოთხი ოჯახი კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში რჩება

მთავარისაზოგადოება 13.07.2012
აწყურში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები შვიდი ოჯახიდან, ოთხი საცხოვრებლად კვლავ აქ დარჩება. დანარჩენი სამი ოჯახის ბედს კი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გადაწყვეტს.

ოთხი ოჯახი კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში რჩება

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გარემოსდაცვის სამინისტროდან გეოლოგიური დასკვნა უკვე მიიღეს. ახლა პასუხს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან ელოდებიან.

დასკვნა, აწყურში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შუაზე გადამსკდარი ფერდობისა და ამ ადგილზე დასახლებული ოჯახების უსაფრთხოების შესახებ გარემოსდაცვის სამინისტროში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მოამზადა.

აწყურში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულის გელა მუმლაძის განმარტებით, ამ დოკუმენტის თანახმად, მეწყერსაშიში ზონიდან გასახლებას, მხოლოდ სამი ოჯახი საჭიროებს. დანარჩენი ოთხი ოჯახისათვის აქ ცხოვრება სახიფათო არაა.

ამ დროისთვის იმ სამი ოჯახისთვის, რომელთა სახლებიც დაბზარულია, დროებით თავისუფალი ფართი ისევ აწყურში გამოინახა.

”გეოლოგიური დასკვნის მიღების შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მივწერეთ. ჩამოვიდნენ, დაათვალიერეს ეს ადგილი და ახლა პასუხს ველოდებით. რასაც მოგვწერენ, იმის მიხედვით მოვიქცევით”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე და ამატებს, რომ თუ ამ სამი ოჯახის დასაბინავებლად ხარჯებს ადგილობრივი თვითმმართველობა გაწვდება, პრობლემას თავად მოაგვარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩარევენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დამეწყრილი აწყური
"ლიკანში" მცხოვრები დევნილების ბედი ისევ გაურკვეველია
ვიდრე სამინისტრო გამოსავალს იპოვის, შესაძლოა ნაქალაქევი ჩაიძიროს
აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახი დევნილთა სამინისტროსგან დაფინანსებას ელოდება
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
აწყურში მეწყერისგან დაზარალებულები  კონპენსაციას მიიღებენ
დამეწყრილ აწყურში უსახლკაროდ დარჩენილები  გადასახლებაზე უარს აცხადებენ