FM97.5 / LIVE

"ლიკანში" მცხოვრები დევნილების ბედი ისევ გაურკვეველია

მთავარისაზოგადოება 30.09.2013
სანატორიუმ „ლიკანში“ მცხოვრები დევნილები ლტოლვილთა სამინისტროსგან, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისგან პასუხს ამდრომდე ელოდებიან. დევნილებმა სამინისტროს კიდევ ერთი წერილით მიმართეს

"ლიკანში" მცხოვრები დევნილების ბედი ისევ გაურკვეველია
დახმარების იმედი დევნილებს მას შემდეგ გაუჩნდათ რაც „სამხრეთის კარიბჭეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ მათი პრობლემებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დაინტერესდა.

სტატია სათაურით „დევნილების გაუსაძლისი ცხოვრება ლიკანში“ ვებ-გვერდზე 15 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ ეკა ბესელიამ დევნილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვთხოვა.

24 ივნისს „სამხრეთის კარიბჭემ“ კომიტეტის თავმჯდომარეს ამ თემაზე ვრცელი ინფორმაცია გაუგზავნა. 27 ივნისს კი კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა.

კომიტეტმა სამინისტროს ლიკანში მცხოვრები 80 ოჯახის საცხოვრებელი ფართით ან კომპენსაციით დაკმაყოფილება სთხოვა.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დევნილებისთვის გაგზავნილ წერილში წერდა, კომიტეტი სამინისტროდან მიღებულ პასუხს დევნილებს გაუგზავნიდნენ.

მას მერე თითქმის სამი თვე გავიდა. დევნილები კომიტეტიდან და სამინისტროდან წერილს ამ დრომდე ელოდებიან.

„დაგვპირდნენ რომ პასუხი მალე იქნებოდა, თუმცა მას მერე სამი თვე გავიდა. რაღაცის იმედი გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენი ბედი არავის ანაღვლებს“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი გივი როსტობაია.

როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ წლის ბოლომდე მათ ახალ შენობაში შეასახლებენ. მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომის ყოფილი სამშობიაროს რეაბილიტაციას გეგმავს. დევნილები კი სამინისტროს მიერ შეთავაზებულ შენობაში გადასვლას არ აპირებენ.

„როგორც გავიგეთ სამინისტრო გვიპირებს ბორჯომში, ყოფილი სამშობიაროს შენობაში გადაყვანას, რასაც ჩვენ არ დავთანხმდებით. თავს დავიწვავთ და იქ არ გადავალთ. ჩვენთან 8 თვე ზამთარია, გზა იყინება, იქამდე მანაქანაც ვერ ადის, უმრავლესობა ასაკიანია. ამიტომ იქ ასვლას და ჩამოსვლას ვერ შევძლებთ“, - ამბობს როსტობაია.

დევნილები არც სხვა ქალაქში გადასვლას დასთანხმდებიან: „20 წელია ბორჯომში ვცხოვრობთ, უკვე მივეჩვიეთ აქაურობას და არსად წავალთ“.

რამდენიმე კვირის წინ დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ახალი წერილი გააგზავნეს. მათ ახალი მოთხოვნა აქვთ. დევნილები სამინისტროს ყოფილი სამშობიაროს ნაცვლად ბორჯომის მეორე საჯარო სკოლაში შესახლებას სთხოვენ.

„სკოლა უმოქმედოა, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რომელიც აუქციონზე გაყიდვას გეგმავს. წერილით მივმართეთ როგორც ეკონომიკის, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოგვცენ უფლება იქ დავსახლდეთ“, - ამბობს გივი როსტობაია.

წერილზე პასუხი ჯერ არ მოსვლიათ. თუმცა იმედი აქვთ, რომ მათ თხოვნას ახლა მაინც გაითვალისწინებენ: „ამასაც თუ ვერ მივაღწევთ მერე ჩავიქნევთ ხელს და დავივიწყებთ მთავრობას. სხვა რეგიონებში დევნილებს უფრო ეხმარებიან, ურემონტებენ საცხოვრებელს, გადაჰყავთ უკეთეს შენობაში და ეს ბორჯომი რა გახდა?!“

შეგახსენებთ, სანატორიუმის ოთხსართულიან კორპუსში, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი, 80 ოჯახი ცხოვრობს. 1937 წელს აშენებული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. პირველ სართულზე ცხოვრება შეუძლებელია. დევნილებს საცხოვრებელი პირობები მეორე სართულზეც აღარ აქვთ. რამდენიმე ოთახს იატაკი და ჭერი, ფაქტობრივად, არ აქვს.

[მანანა სარაშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლიკანში მცხოვრებ დევნილებს დახმარების იმედი გაუჩნდათ
ლიკანში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებელი უნდა აირჩიონ
დევნილების გაუსაძლისი ცხოვრება ”ლიკანში”
რატომ არ მოსწონთ დევნილებს 45-ლარიანი შემწეობა?
ბორჯომში 64  დევნილ ოჯახს ბინას გადასცემენ
ბორჯომში დევნილებს ბინებს უნაწილებენ
რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ დევნილებს, ვინც ბორჯომში ახალ ფართს დაიკავებს?