FM97.5 / LIVE

ვიდრე სამინისტრო გამოსავალს იპოვის, შესაძლოა ნაქალაქევი ჩაიძიროს

მთავარისაზოგადოება 16.05.2013
რას აპირებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ასპინძის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფელ ნაქალაქევში მოსახლეობის გადასარჩენად.

ვიდრე სამინისტრო გამოსავალს იპოვის, შესაძლოა ნაქალაქევი ჩაიძიროს
ათეული წლებია დამეწყრილ სოფელში ასამდე ოჯახი სიკვდილის შიშით ცხოვრობს. ათეულ წლებს ითვლის მთავრობის დანაპირებიც, რომ ადგილობრივებისთვის ალტერნატიულ ფართს გამოყოფენ და სოფელი უსაფრთხო ადგილზე დასახლდება. თუმცა, ამ დრომდე ხან მთავრობის, ხან კი ადგილობრივების მიზეზით, რომ შეთავაზებული ადგილი დასასახლებლად არ მოსწონდათ, სოფელი კვლავ საფრთხის წინაშე რჩება.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თუ ნაქალაქევში მცხოვრებლების პრობლემას მუნიციპალიტეტის გამგეობა ვერ გადაწყვეტს, მაშინ ეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრეროგატივაა.

”როგორც ვიცი, ამის შესახებ თავის დროზე სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდეს და საქმის კურსში არიან”, - გვითხრა სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ გელა დემეტრაძემ.

ის რომ ნაქალაქევის პრობლემის შესახებ ინფორმირებულნი არიან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ ბევრია ისეთი დასახლებული პუნქტი, სადაც ანალოგიური სიტუაციაა. მთლიანობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული მასალების საფუძველზე შექმნილი მონაცემთა ბაზის მიხედვით დაახლოებით 35000 - ზე მეტი ოჯახია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, მათგან 11000 - მდე ოჯახის საცხოვრებელი სახლები თითქმის გამოუსადეგარია საცხოვრებლად.
რაც შეეხება კონკრეტულად ნაქალაქევის მოსახლეობის პრობლემას, სამინისტროში გვიხსნიან, რომ რამდენიმე წლის წინ დაზარალებული ოჯახებისათვის შეთავაზებულ იქნა ქვემო ქართლის რეგიონში სახლების შეძენა. სამწუხაროდ, სოფლის მაცხოვრებლებმა უარი თქვეს ამ წინადადებაზე. სამინისტრო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს.

”ამ სოფლისთვის ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ნებისმიერ წამს მოწყდეს სოფელი”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინსიტრირების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბუცხრიკიძე, რომელსაც 90-იან წლებში, როგორც რაიონულ აღმასკომში მიწათსარგებლობის განყოფილების უფროსს ნაქალაქევში დასახლებულებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის შესახებ საკითხის შესწავლა დაევალა.

მისი განმარტებით, სოფელი წყალზე დგას: ”სიპ ქვაზე ზემოდან არის მიწა და მათ შუაში წყალი გადის. ამიტომ აქ მცოცავი ქანებია და შესაძლოა ნებისმიერ წამს მოწყდეს სოფელი”.

სოფელ ნაქალაქევის ადგილზე მე-15-მე-16 საუკუნემდე ქალაქი წუნდა იყო, რომელიც მიწამ ჩაიტანა, სწორედ ამიტომ დაერქვა სოფელ თმოგვიდან თვითნებურად ჩამოსახლებულთა დასახლებას ნაქალაქევი.

[თამუნა უჩიძიე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს
ოთხი ოჯახი კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში რჩება
სოფელი წყალზე [Photo/Video]
დამეწყრილ აწყურში უსახლკაროდ დარჩენილები  გადასახლებაზე უარს აცხადებენ
მეწყერმა ადიგენის ორი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა
სოფელი წყალზე
‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია