FM97.5 / LIVE
სად ვის ავირჩევთ მომავალ არჩევნებზე

სად ვის ავირჩევთ მომავალ არჩევნებზე

მთავარიპოლიტიკა 22.04.2014
რამდენ ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყოფა ახალციხის მუნიციპალიტეტი და სად ვის აირჩევს ამომრჩეველი.

სად ვის ავირჩევთ მომავალ არჩევნებზე

დაყოფა

საქართველოს მთავრობის N515 განკარგულებით, ახალციხის მუნიციპალიტეტი ორ ადმინისტრაციულ ერთეულად გაიყოფა: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტად და თვითმმართველი თემების ახალციხის მუნიციპალიტეტად.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში შევა ახალციხე, რომელიც უკვე თვითმმართველი ქალაქი იქნება. დანარჩენი 47 სოფელი კი ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.

ორივე თვითმმართველ ერთეულს ეყოლება მერი ან გამგებელი და საკრებულო. თვითმმართველ ქალაქში მერს, მუნიციპალიტეტში კი გამგებელს აირჩევენ. ორივე ადმინისტრაციულ ერთეულში აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარესა და წევრებს.

ორივე თვითმმართველი ერთეულისთვის ადმინისტრაციული შენობა ახალციხეში უნდა განთავსდეს. ფართის მოძიება თვითმმართველობას უკვე დაევალა.

ბიუჯეტი

თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, თვითმმართველ ქალაქსაც და მუნიციპალიტეტსაც თავისი ბიუჯეტი ექნება, გაიყოფა სამსახურებიც და ქონებაც. ახალციხეს ექნება ისეთივე დატვირთვა, როგორიც აქვს ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს.

„ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის თავმჯდომარის“ დავით ლოსაბერიძის განმარტებით, გამიჯვნის სქემა ფინანსთა სამინისტრომ უნდა მოამზადოს: „არჩევნების შემდეგ, წლევანდელი წლის ბოლომდე, იქნება გამიჯვნის პროცესი. ახალმა თვითმმართველობებმა ახალი ბიუჯეტი უნდა შეიმუშაონ. ეს არ იქნება უპატრონოდ მიშვებული, ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია, რომ რადგანაც ამას აკეთებს, დახმარება გაუწიოს და შეიმუშაოს მექანიზმები“.

ახალი კოდექსის თანახმად, საშემოსავლო გადასახადების ნაწილი ცენტრალურ ბიუჯეტში აღარ წავა. თუმცა, რამდენი პროცენტი დარჩება ადგილზე და რამდენი გადაირიცხება, ლოსაბერიძე ვერ აკონკრეტებს. მისი თქმით, პროცენტის განსაზღვრა პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

„ფინანსთა სამინისტრომ უნდა მოამზადოს შესაბამისი გათვლები და 1-ელ სექტემბრამდე გადასცეს პარლამენტს დასამტკიცებლად. როგორ გაკეთდება, ეს სხვა საკითხია. რამდენი პროცენტი იქნება არ ვიცი, ფაქტია, რომ თავიდან დიდი ნაწილი არ იქნება. ჩვენი მიზანია არ შემცირდეს ტრანსფერი და გარდა ამისა, გაიზარდოს საკუთარი შემოსავლები. ტრანსფერის გარდა, შენარჩუნდება რეგიონული პროგრამები ცენტრალური დაფინანსებით. თუმცა რა რაოდენობაზე იქნება საუბარი, ეს მეორე საკითხია“, - განმარტავს ლოსაბერიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტი ორად გაიყოფა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან მიშველაძე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საზღვრები არ იცვლება. ახალციხე, როგორც ქალაქი გამოიყოფა ცალკე, დანარჩენი სოფლები კი ახალციხის მუნიციპალიტეტში შევა.

ვის აირჩევენ თვითმმართველ ქალაქში

ქალაქი ახალციხე თავის თვითმმართველობის ორგანოს აირჩევს. მას ეყოლება მერი და 15-კაციანი საკრებულო. ეს იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც განისაზღვრება 5 მაჟორიტარული და 10 პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატით.

ქალაქში თითოეულ უბანს ეყოლება თითო-თითო მაჟორიტარი დეპუტატი. უკვე გადაწყვეტილია, რომ არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს ის კანდიდატი, ვინც 50+1 ხმას მიიღებს. არჩევის იგივე პრინციპი მოქმედებს ნებისმიერი სხვა პირის არჩევის შემთხვევაშიც.

ვის აირჩევენ ახალციხის მუნიციპალიტეტში

თავის მხრივ, თვითმმართველობის ორგანოს აირჩევენ ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. აქ აირჩევენ გამგებელს და 30-კაციან საკრებულოს. 15 იქნება მაჟორიტარული, ამდენივე კი პროპორციული სიით.

რადგან ახალციხის მუნიციპალიტეტი 16 მაჟორიტარულ ოლქად იყო დაყოფილი, მუნიციპალიტეტის გაყოფის შემდეგ, ერთი დარჩა ქალაქ ახალციხეში,დანარჩენი კი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვალ 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევენ
თვითმმართველი ქალაქი და ოთხი მუნიციპალიტეტი - ახალციხის მუნიციპალიტეტი ოპტიმიზაციის შემდეგ
რამდენი მაჟორიტარი ეყოლებათ საკრებულოებში გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქებს
ახალციხეში თვითმმართველობის შეცვლილი კოდექსი განიხილეს
ქალები თვითმმართველობაში
ვინ იბრძვის მერობისა და გამგებლობისთვის ახალციხეში
ვის ვირჩევთ 21 ოქტომბერს – რამდენი ბიულეტენი დახვდება ამომრჩეველს კაბინაში