FM97.5 / LIVE

რამდენი მაჟორიტარი ეყოლებათ საკრებულოებში გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.06.2017
პარლამენტი მალე დაიწყებს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების განხილვას, რომლის თანახმადაც, სათემო მუნიციპალიტეტებში შემავალ ქალაქებს საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა გაეზრდებათ. ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტმა 7 თვითმმართველი ქალაქი გააუქმა.

რამდენი მაჟორიტარი ეყოლებათ საკრებულოებში გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქებს
ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას არასამთავრობოები და ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდნენ და ერთ-ერთ არგუმენტად სწორედ ის მოჰყავდათ, რომ სათემო მუნიციპალიტეტებში გაერთიანების შემდეგ, ამ ქალაქებს აღარ ეყოლებოდათ მხოლოდ ქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი ხელისუფლება – მერი და საკრებულო, მათ, სხვა ქალაქების მსგავსად, საკრებულოში თითო წარმომადგენელი ეყოლებოდათ, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი როგორც ქალაქის, ისე სოფლების საჭიროებების მოგვარებას მოხმარდებოდა, ეს კი ქალაქის შემდგომ განვითარებას შეუშლიდა ხელს.

როგორც ჩანს, სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გადაწყვიტა პარლამენტმა ქალაქებისთვის მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის გაზრდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება შეეხება როგორც გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქებს, ისე მუნიციპალიტეტებში შემავალ სხვა ქალაქებსაც.

ინიციატივა, რომელიც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ეკუთვნით, ითვალისწინებს შემდეგს:

ქალაქს, რომელშიც 4 000-დან 10 000-მდე ამომრჩეველია, 2 მაჟორიტარი ეყოლება;

ქალაქს, რომელშიც 10 000-დან 20 000-მდე ამომრჩეველია, 3 მაჟორიტარი ეყოლება;

ქალაქს, რომელშიც 20 000-დან 35 000-მდე ამომრჩეველია, 4 მაჟორიტარი ეყოლება;

ქალაქს, რომელშიც 35 000 და მეტი ამომრჩეველია, 5 მაჟორიტარი ეყოლება.

რამდენად გაანეიტრალებს ეს ცვლილება იმ ზიანს, რომელიც თვითმმართველ ქალაქებს სტატუსის გაუქმებით მიადგათ და რეალურად, რამდენი წარმომადგენლით იზრდება ან მცირდება ამ ქალაქების მაჟორიტარი დეპუტატები? თითოეული ამ ქალაქის ამომრჩეველთა რაოდენობით დგინდება, რომ ყოფილი თვითმმართველი ქალაქებისთვის ვითარება, რეალურად, უარესდება.

“საარჩევნო კოდექსის” 140-ე მუხლის თანახმად, გაუქმებული 7 თვითმმართველი ქალაქის საკრებულოები შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეისათვის თითოეული ამ ქალაქის საკრებულოში, პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატებთან ერთად, 5 მაჟორიტარი დეპუტატია, ანუ ზუსტად იმდენივე, რაც, კანონპროექტით, გაზრდილ მაჟორიტართა მაქსიმალური ოდენობაა. აღარ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მაჟორიტარების გარდა, ამ ქალაქებს პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები და აღმასრულებელი ხელისუფლება ჰყავდათ, ისევე, როგორც ჰქონდათ საკუთარი, დამოუკიდებელი ბიუჯეტი, რომელიც მხოლოდ ქალაქის საჭიროებებს ხმარდებოდა.

რამდენი მაჟორიტარი ეყოლება თითოეულ ამ ქალაქს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იმ ფორმულით, რომელსაც პარლამენტი, სავარაუდოდ, მალე დაამტკიცებს?

ქალაქ ამბროლაურში ამომრჩეველთა რაოდენობა, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების მონაცემებით, 2 051-ია. ფორმულის თანახმად, იმისათვის, რომ ქალაქს 2 დეპუტატი მაინც ჰყავდეს საკრებულოში, 4 000-დან 10 000-მდე ამომრჩეველი უნდა ცხოვრობდეს და რადგან ამბროლაურში ამდენი ამომრჩეველი არაა, მას სათემო მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, მხოლოდ 1 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

არსებული სისტემით, დღეს თვითმმართველ ქალაქ ამბროლაურს ქალაქის საკრებულოში 5 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს.

სავარაუდოდ, 2 მაჟორიტარი ეყოლება ქალაქ მცხეთას, ვინაიდან აქ ამომრჩეველთა რაოდენობა 6 934-ია. ანუ მცხეთის შემთხვევაში, ქალაქის მაჟორიტართა რაოდენობა სამით შემცირდება.

სავარაუდოდ, 3-3 მაჟორიტარი, ანუ ორით ნაკლები ეყოლება ქალაქებს – ოზურგეთს, თელავსა და ახალციხეს, ვინაიდან სამივე ქალაქში ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე ნაკლებია – ოზურგეთში – 15 174, თელავში – 18 787, ხოლო ახალციხეში – 14 858 ამომრჩეველი.

როგორც ჩანს, მაჟორიტარები არ დააკლდება ზუგდიდსა და გორს – ამ ქალაქებს სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სავარაუდოდ, 5-5 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ, რადგანაც ზუგდიდში ამომრჩეველთა რაოდენობა 50 000-ს აჭარბებს, ხოლო გორში – 40 000-ს.

შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით კი, ქალაქს, რომელსაც 35 000-ზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, საკრებულოში 5 მაჟორიტარი წარმოადგენს.

ფაქტია, რომ აღნიშნული მოდელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებით ამ ქალაქებისა და მათი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის საპირწონედ ვერ გამოდგება, ვინაიდან, თვითმმართველობის სრულფასოვნად განსახორციელებლად მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობის განსაზღვრა საკმარისი არ არის. სამაგიეროდ, თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამო ატეხილი აჟიოტაჟი სასარგებლო სხვა, არათვითმმართველი ქალაქებისთვის აღმოჩნდება – მათ დიდ ნაწილს საკრებულოში ერთზე მეტი მაჟორიტარი ეყოლება, რაც ქალაქის პრობლემებზე ზრუნვის მინიმალურად, მაგრამ მაინც მეტ შანსს გაუჩენს ამ ქალაქებსა და მათ მცხოვრებლებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საკრებულოში 2 უპარტიო დეპუტატი იქნება
ხვალ 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევენ
როგორ დაკომპლექტდება  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ქალები თვითმმართველობაში
ადიგენის საკრებულოში უმრავლესობა 'ქართული ოცნების' დეპუტატები იქნებიან
ახალციხის პირველი მერი  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მიესალმება
ახალი მოწვევის საკრებულოები – პლუსები და მინუსები