FM97.5 / LIVE

ახალციხეში თვითმმართველობის შეცვლილი კოდექსი განიხილეს

მთავარიპოლიტიკა 21.03.2014
რა შეიცვალა თვითმმართველობის კოდექსში; როგორ ადმინისტრაციულ დაყოფაზეა საუბარი და რა პლიუსები და მინუსები ექნება ამ დაყოფას; რა იცვლება საგადასახადო კანონმდებლობაში და როგორ ავირჩევთ პირველ პირებს - თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებები ახალციხის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა განიხილა.

ახალციხეში თვითმმართველობის შეცვლილი კოდექსი განიხილეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრა 21 მარტს გამართეს.

„საკმაოდ ძირეული და ბევრი ცვლილებაა ახალ კოდექსში. გარდა იმისა, რომ მერებსა და გამგებლებს პირდაპირი წესით ავირჩევთ, იცვლება ტერიტორიული დაყოფა. ასევე, მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, საუბარია მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაზე“, - განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ანდღულაძე.

მისი თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს და აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამისთვის მოეწყო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იყოს მოსახლეობა ჩართული ამ პროცესში. თუ რამე ცვლილებაა შესატანი, ეს ყველაფერი გააზრებულად უნდა მოხდეს და არა მექნიკურად. ეს შემდგომში თავიდან აგვაცილებს ცვლილებებს და გაუგებრობებს. ასევე, კანონი იქნება უფრო ეფექტური და მოქნილი“, - ამბობს ანდღულაძე.

თვითმმართველობის კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფას ეხება. ამ ეტაპზე განიხილება ახალციხის მუნიციპალიტეტის დაყოფის ორი ვარიანტი. ერთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ახალციხე იყოს თვითმმართველი ქალაქი და დანარჩენი სოფლები ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანდეს. ასევე არსებობს მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც თვითმმართველი ქალაქის გარდა ახალციხე დაიყოს კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტად.

გიორგი ანდღულაძე ფიქრობს, რომ რამდენიმე წვრილ მუნიციპალიტეტად დაყოფა უფრო უკეთესია, ვიდრე ერთ მსხვილ მუნიციპალიტეტად. მისი თქმით, ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა თვითმმართველობის ეფექტურობას გაზრდის.

„ეს გაზრდის რეგიონში დასაქმებული კადრების რაოდენობას. გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება ახლოს იქნება მოსახლეობასთან. ექნება საკუთარი ბიუჯეტი, უკეთ ეცოდინება თავის პატარა მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების პრობლემები და მის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული“, - ამბობს გიორგი ანდღულაძე.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თვითმმართველობის სახეცვლილი კოდექსის ამოქმედება საწყის ეტაპზე გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

„თუნდაც იმ კუთხით, რომ როცა ადმინისტრაციულ ერთეულებად დაიყოფა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელი იქნება. ასევე ცოტა რთული იქნება შტატების დაკომპლექტება ამ ახლადშექმნილ მუნიციპალიტეტებში, რადგან ძალიან სერიოზული განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანების მოძიება იქნება საჭირო. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენთან ბევრია ისეთი ახალგაზრდა, რომელსაც დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი და მათ მიეცემათ გასაქანი იმისთვის, რომ ადგილზე დასაქმდნენ“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება ახალციხის“ თავმჯდომარე ნუგზარ თამარაშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სად ვის ავირჩევთ მომავალ არჩევნებზე

ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება
რას მოუტანს ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი?
ახალციხის სამოქალაქო სექტორმა 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო
თვითმმართველი ქალაქი და ოთხი მუნიციპალიტეტი - ახალციხის მუნიციპალიტეტი ოპტიმიზაციის შემდეგ
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო