FM97.5 / LIVE

ხვალ 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევენ

მთავარიარჩევნები 14.06.2014
15 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამომრჩევლები საქართველოს მასშტაბით, 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევენ.

ხვალ 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევენ
მერებს პირდაპირი წესით აირჩევენ 12 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.

ასევე პირდაპირი წესით აირჩევენ თვითმმართველი თემის გამგებლებს, რომელთა რაოდენობაც 59-ია.

მერისა და გამგებლის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს, ამ არჩევნებისთვის ასარჩევია 71 საკრებულოს 2088 წევრი.

თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან, ასევე შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან (რომლებიც ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შედის) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.

თვითმმართველი ქალაქის საკრებულო (გარდა თბილისისა) შედგება: პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, ხოლო თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ზე ნაკლებია, პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისგან.

მერები, გამგებლები და საკრებულოს წარმომადგენლები ოთხი წლის ვადით აირჩევიან.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს საქართველოში მერებს, გამგებლებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევენ
რამდენი მაჟორიტარი ეყოლებათ საკრებულოებში გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქებს
საქართველოს 11 ქალაქში პირდაპირი წესით მერს პირველად აირჩევენ
ქალები თვითმმართველობაში
პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას მოსახლეობის 45% ემხრობა – TI
ახალციხის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ხვალ გაიმართება
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია