FM97.5 / LIVE

ვინ იბრძვის მერობისა და გამგებლობისთვის ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 05.06.2014
4 მამაკაცი და 1 ქალი თვითმმართველი ქალაქის ახალციხის მერობის და 5 მამაკაცი – თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად. ვინ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა 15 ივნისს.

ვინ იბრძვის მერობისა და გამგებლობისთვის ახალციხეში
1990 წლიდან დღემდე საქართველოში 25 არჩევნები ჩატარდა: 6 საპრეზიდენტო, 8 საპარლამენტო, 4 ადგილობრივი თვითმმართველობისა და 7 აჭარის უმაღლესი საბჭოს. გაიმართა ორი რეფერენდუმი და ერთი პლებისციტი. რიგით 26–ე არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს ჩატარდება, პარალელურად, ეს იქნება თვითმმართველობის მე–5 არჩევნები.

15 ივნისს საარჩევნო კაბინაში შესულ ამომრჩეველს სამი ბიულეტენი დახვდება. თუ აქამდე ახალციხეს დანიშნული გამგებელი ჰყავდა, ამ არჩევნებზე თვითმმართველი ქალაქის ახალციხის მოსახლეობა აირჩევს მერს, ახალციხის მუნიციპალიტეტში კი აირჩევენ გამგებელს.

გარდა ამისა, 15 ივნისს ამომრჩევლები აირჩევენ საკრებულოს წევრებს, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. პროპორციული სისტემით არჩევა ნიშნავს, რომ პარტიას მისცემენ ხმას. მაჟორიტარული სისტემით, კი კონკრეტულად პარტიის მიერ, ამა თუ იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატს აირჩევენ, პარტიიდან, ან საინიციატივო ჯგუფიდან. ეს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მაჟორიტარულ ოლქში საინიციატივო ჯგუფს კანდიდატი ჰყავს.

2014 წლის 15 ივნისს, ქალაქ ახალციხის მცხოვრებლები ქალაქის მერს ხუთი კანდიდატიდან შეარჩევენ.

მერის პოსტისთვის ოთხი მამაკაცი და ერთი ქალი იბრძვის: ნატალი სისვაძე – ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“, ზაზა ნათენაძე – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“, გელა დემეტრაძე – ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გოჩა ათოშვილი – „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზიდან“ და გიორგი კოპაძე – ბლოკ „ქართული ოცნებიდან“.

ქალაქ ახალციხის მცხოვრებლების მსგავსად, ხუთი კანდიდატიდან შეარჩევენ გამგებელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებიც.

თუმცა, მერობის კანდიდატებისგან განსხვავებით, ხუთივე კანდიდატი მამაკაცია: ბახვა გელაშვილი – ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე); ოლეგი ძოწენიძე – „ნინო ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიციიდან“; გოჩა გვარამაძე – ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“; მამუკა გოგოლაძე – „დავით თარხან მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ და ზაზა მელიქიძე – ბლოკ „ქართული ოცნებიდან“.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინასწარი შედეგებით, ახალციხეში არჩევნები 'ოცნებამ' მოიგო
6 უბნის მონაცემებით, ახალციხეში ზაზა მელიქიძე ლიდერობს
წინასწარი შედეგებით, გამგებლობის კანდიდატებს შორის ზაზა მელიქიძე ლიდერობს
მე–13 უბანი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით 'ნაციონალებმა' მოიგეს
ახალციხის N6 და N7 უბნების შედეგები ცნობილია
N9 უბანი 'ნაციონალების' მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიგო
საქართველოს 11 ქალაქში პირდაპირი წესით მერს პირველად აირჩევენ