FM97.5 / LIVE

ქალები თვითმმართველობაში

მთავარიპოლიტიკა 01.07.2014
ქალაქ ახალციხისა და სამცხე–ჯავახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის: ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის საკრებულოებში 128 დეპუტატიდან ქალი მხოლოდ 15–ია, ამათგან, ყველაზე მეტი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოშია, ასპინძას კი ქალი დეპუტატი არ ჰყავს.

ქალები თვითმმართველობაში
15 ქალი დეპუტატიდან, 10 პროპორციული სისტემითაა არჩეული, 5 კი მაჟორიტარია. 15 დეპუტატიდან უმრავლესობა, 11, „ქართული ოცნების“ წევრია, 3 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 1 „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოში სულ 15 დეპუტატი იქნება, აქედან ქალი მხოლოდ 3. ნინო ანანიაშვილი, „ქართული ოცნებიდან“ და ირმა ხნკოანი ,„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, პროპორციული საარჩევნო სისტემით; თამარ გოგოლაძე, „ქართული ოცნებიდან“ კი მაჟორიტარული სისტემით.

რაც შეეხება ახალციხის თვითმმართველ თემს, აქ სულ 30 დეპუტატი იქნება და მათ შორის 6 ქალი.

პროპორციული საარჩევნო სისტემით ახალციხის თვითმმართველი თემის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ მერი ხაბეიშვილი, თამარი გოგინაშვილი და მაია ინასარიძე შევლენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კი მარინე სუდაძე და ირინა გელაშვილი. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კი მხოლოდ ერთი ქალი დეპუტატი სედა ნახაპეტიანია არჩეული, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

თვითმმართველი ქალაქის ახალციხის მსგავსად, მხოლოდ 3 ქალი დეპუტატი ეყოლება ბორჯომს, სადაც ჯამში 26 დეპუტატია. მაია ხრიკაძე, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ და მარინე ნოზაძე, „ქართული ოცნებიდან“ პროპორციული საარჩევნო სისტემით არიან არჩეული, ელიზავეთა კუჭუხიძე კი „ქართული ოცნებიდან“ არჩეული მაჟორიტარია.

ასევე 3 ქალი დეპუტატი ეყოლება ადიგენის თვითმმართველი თემს, სადაც საკრებულო 30 დეპუტატით კომპლექტდება. აქ სამივე „ქართული ოცნების“ მანდატით შევა. ნინო ჩოგოვაძე, პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნანა ბარბლიშვილი და ნინა სტეფანოვა კი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

რაც შეეხება ასპინძის თვითმმართველ თემს, აქ საკრებულოს 27 დეპუტატიდან ქალი დეპუტატი არცერთი არ არის.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მონაცემები ამ ეტაპზე უცნობია. ნინოწმინდიდან არჩევნების შემაჯამებელი ოქმი იმის გამო ვერ მივიღეთ, რომ დარღვევების გასაჩივრების ვადა არ ამოწურულა. ასევე, ჯერ ისევ გრძელდება საჩივრების განხილვა ახალქალაქში, გარდა ამისა, 29 ივნისს, ახალქალაქში, ერთ უბანზე, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ დაკომპლექტდა საკრებულოები ჯავახეთში
მე–13 უბანი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით 'ნაციონალებმა' მოიგეს
ადიგენის საკრებულოში უმრავლესობა 'ქართული ოცნების' დეპუტატები იქნებიან
ახალი მოწვევის საკრებულოები – პლუსები და მინუსები
ვინ არიან ასპინძის საკრებულოს დეპუტატები
წინასწარი შედეგებით, ახალციხეში არჩევნები 'ოცნებამ' მოიგო
ვინ იბრძვის მერობისა და გამგებლობისთვის ახალციხეში