FM97.5 / LIVE

ახალციხეში, დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე მცხოვრებლები ღია არხის მოწესრიგებას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 17.04.2014
ანტისანიტარია და სახლების ნგრევის საშიშროება; ვისი კომპეტენციაა იმ არხზე ზრუნვა, რომელშიც პერიოდულად წყალი დიდდება და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს ტბორავს;

ახალციხეში, დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე მცხოვრებლები ღია არხის მოწესრიგებას ითხოვენ
არხი, რომელიც სოფელ ღრელიდან მოედინება, ახალციხეს შუაზე კვეთს და მდინარე ფოცხოვისკენ მიდის. მისი ნაწილი დახურულია, ნაწილი კი ღია. არხს, სხვადასხვა ადგილზე, საკანალიზაციო მილებით ფეკალური მასა ერევა, აქ მოსახლეობა ნარჩენებსაც ყრის.

„გარდა იმისა, რომ ანტისანიტარიაა, საშინელი სუნი დგება, ბუზები, ქინქლები და უამრავი მწერი ჩნდება. არხი ხშირად წყალს მოყოლილი ნარჩენების გამო იხერგება, დიდდება და ნაპირებიდან გადმოდის, ამიტომ მისი გაწმენდა ჩვენ თვითონ გვიხდება“, - ამბობს წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე მცხოვრები გიორგი ცხვარიაშვილი.

არხი განსაკუთრებით გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ დიდდება.

„უკვე აღარც მახსოვს რამდენჯერ დამიტბორა სახლი ამ წყალმა. სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვაზე ყოველთვის ძალიან ვწვალობთ“, - აცხადებს ცხვარიაშვილის მეზობლად მცხოვრები თამაზ მელიქიძე და ამატებს, რომ ამის გამო სახლის კადლები დაებზარა.

ცხვარიაშვილების და მელიქიძეების სახლის მსგავსად, იბზარება თითქმის ყველა იმ მაცხოვრებლის ბინა, რომელიც არხის ნაპირებს ესაზღვრება. როგორც ადგილობრივები გვიხსნიან, წყალი მიწას ნელ-ნელა აცლის, ნიადაგი იწევს და სახლები ნგრევას იწყებს. ამიტომ, მათი თქმით, აუცილებელია ღია არხის გადახურვასთან ერთად, აქ ნაპირსამაგრი სამუშაოებიც ჩატარდეს. თუმცა ამ დრომდე, არცერთ მათგანს, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არ მიუმართავს.

„გასულ წელს აქ გზა დააგეს და გვითხრეს, რომ ამ არხსაც დავხურავთო, მაგრამ იმის მერე აღარავინ გამოჩენილა“, - ამბობს მელიქიძე.

ახალციხის რწმუნებულის დავით სამსონიძის განცხადებით, წყალი და კანალიზაცია ქალაქში წყალმომარაგების კომპეტენციაა და არა ადგილობრივი თვითმმართველობის: „ახლა გახდა ეს არხი პრობლემა?! თუ ასეა, მაშინ წერილობით მიემართათ წყალკანალისთვის“.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერის, გიორგი ბაგინაშვილის განცხადებით, ეს ღია არხია და არა საკანალიზაციო ქსელი, ამიტომ აქ რაიმეს მოწესრიგება მათ კომპეტენცია არ არის: „ამაზე ალბათ ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა იზრუნოს, არ ვიცი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟუჟუნაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული არხის მოსაწესრიგებლად ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის: „წელს მაგ არხის მიმდებარე ტერიტორიაზე, გვარამაძის ქუჩაზე, გადასასვლელი ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, რისთვისაც რეგიონული განვითარების სამინისტროდან 112,072 ლარია გამოყოფილი“.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწეროს თანხა ამ პრობლემისთვის, გვპასუხობს: „მომავალი წლისთვის მუნიციპალიტეტი უკვე ორად იქნება გაყოფილი. ქალაქს თავისი ბიუჯეტი ექნება და ის იქნება უფრო მეტი, ვიდრე ახლა არის. ამდენად მგონია, რომ მისი გაკეთება მომავალი წლისთვის უფრო მეტადაა შესაძლებელი“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ღია არხის მოწესრიგებას ითხოვენ
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ
ჭყონდიდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთბას ითხოვენ
რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს  თამარაშვილის ქუჩა