FM97.5 / LIVE

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.11.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მწყობრიდან გამოსული სანიაღვრე არხის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. მისი ღირებულება 264 100 ლარია. არხი მდინარე ფოცხოვს შეუერთდება.

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

სარეაბილიტაციო სანიაღვრე არხი ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩასა და მდინარე ფოცხოვს შორის არსებული ხევის გასწვრივ გადის. მისი სიგრძე დაახლოებით 240 მეტრია.

არხი უხვი ნალექების დროს, მოსულ ნიაღვარს ვერ ატარებს, რის გამოც ძლიერი წვიმის დროს სავაჭრო ობიექტები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები იტბორება.

„წყალდიდობისგან თავის დასაცავად, ხევის გასწვრივ კუსტარულად მოწყობილია გრუნტის დამბები და კედლები. ხევს ორივე მხარეს გასდევს კერძო მფლობელობაში არსებული ტერიტორიები, რომლებზეც განლაგებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა ნაგებობანი. ხევს ქვედა ნაწილში კვეთს აგრეთვე გრუნტის საფარიანი გზა სიგანით ხუთი მეტრი, რომლის ქვეშ მდებარეობს ძლიერ დაზიანებული წყალგამტარი მილი გადახურვის ფილებით“, - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული არხის ნაცვლად, მოეწყობა ღია ტიპის სანიაღვრე არხი, რკინა-ბეტონის კედლებით.

სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი ხუთ ნოემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 27 ნოემბერს დასრულდება.

ქუჩაზე სანიაღვრე არხი პრობლემებს ყოველ გაზაფხულსა და ზაფხულში ქმნის. წელს, ივნისის თვიდან არხის მოუწესრიგებლობის გამო, ქუჩა რამდენჯერმე დაიტბორა.

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდა დაიწყეს
ახალციხის სამ ქუჩაზე წყლის შემკრები და სანიაღვრე არხები გაკეთდება
რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს  თამარაშვილის ქუჩა
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ისევ დაიტბორა [ფოტო]
თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია
სახიფათო ტროტუარი თამარაშვილის ქუჩაზე [ფოტო/ვიდეო]