FM97.5 / LIVE

ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.06.2018
ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრებლები თვითმმართველობას გზის და საკანალიზაციო არხის მოწესრიგებას, ასევე, ბავშვებისთვის სკვერის გაკეთებას სთხოვენ.

ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხს კანალიზაცია უერთდება, ამიტომ განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხელა გარეთ გასვლა შეუძლებელია.

„ამ საშინელ სუნში ბავშვები საათებს ატარებენ. სავარაუდოდ, რვასართულიანების მცხოვრებლებს კანალიზაცია გაეჭედათ, შემდეგ გათხარეს, ჩვენ სანიაღვრე არხს შეუერთეს და ამ საშინელი სუნით გვწამლავენ“, – ამბობს ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრები ალინა ფეიქრიშვილი.

ფეკალიების გაუსაძლის სუნზე საუბრობს მის მეზობლად მცხოვრები ნატო დარბაიძეც: „განსაკუთრებით ზაფხულში ფანჯარას ვერ გააღებ, გარეთ გაჩერება ხომ აუტანელია. თუ ისე მოხდა, რომ ერთი კვირა არ იწვიმა, მაშინ ეს სუნი უფრო მეტად დგება“.

ხანძთელის ქუჩზე მცხოვრებლები მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხთან ერთად დაზიანებულ გზაზეც ჩივიან. აქ ასფალტის საფარის ნაწილი გადათხრილია, რის გამოც მოძრაობა ,მით უფრო ღამით, არც ფეხით და არც ტრანსპორტით უსაფრთხო არაა.

„ორი წელი იქნება, რაც ასეთ დღეშია გზები, ყურადღებას არავინ აქცევს. აქ მოძრაობით მანქანებიც ფუჭდება. იმედია მოგვხედავს ვინმე“, – გვითხრა ადგილობრივმა ოთარ ოქრომელიძემ.

ხანძთელის ქუჩაზე მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად უბანში სკვერის მოწყობასაც ითხოვენ.

„იყვნენ ადრე მოსულები მერიიდან და გვითხრეს, რომ სკვერს გააკეთებდნენ, მაგრამ იმის მერე აღარავინ გამოჩენილა. რა მოხდება ბავშვებს ორი საქანელა რომ დაუდგან?! ამ დასახლებაში მხოლოდ ერთ კორპუსში 50–მდე ბავშვი ცხოვრობს“, – ამბობს ნატო დარბაიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებს არა ერთხელ აცნობეს.

„წინაtსაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზოია ბალიაშვილს ჩვენთან შეხვედრაზე რომ იყო, ამ პრობლემების შესახებ ჩვენი ხელმოწერებით თანდართული წერილი პირადად გადავეცი, მაგრამ ამის შემდეგ ის აქ აღარ გამოჩენილა და არც ამ საკითხების მოგვარებას დაადგა საშველი“, – ამბობს ალინა ფეიქრიშვილი.

ახალციხის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ზოია ბალიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი სახის წერილები წინა საარჩევნო პერიოდში ბევრი მიიღო, არჩევის შემდეგ კი ამ წერილებში აღწერილი პრობლემების მიხედვით თვითმმართველობამ მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა გაწერა.

„ჩვენ დღეს ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ, „ტყუპების“ წინ ეზო [ხანძთელის ქუჩის ახლოს დასახლება] გავაკეთეთ, მანდ კანალიზაციის პრობლემაა და თანდათან მივყვებით“, – ამბობს ბალიაშვილი, თუმცა იმას, თუ სადაა ამ გეგმაში გათვალისწინებული ხანძთელის ქუჩის პრობლემები, ან უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში როდის შეიძლება მოგვარდეს, ვერ აკონკრეტებს.

ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ამბობენ, რომ შიდა ქუჩების მოასფალტება ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს და მის ფარგლებში ხანძთელის ქუჩაც მოწესრიგდება: „ამ დასახლებაში მოეწყობა სკვერიც, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს“.

რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემას, მერიაში აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ უკვე შეატყობინეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კი გვითხრეს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწერიგება მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვთ.

„ახალციხეში წყალარინების სისტემა ამორტიზირებული და მოძველებულია. კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. თანხების მოსაძიებლად კი აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორებთან“, – ამბობს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ თათარაძე.

ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე ორი კორპუსის ეზო მოასფალტდება
ხანძთელის ქუჩაზე ამოსული წყალი ადგილობრივის სარდაფს ტბორავს
ხანძთელის ქუჩაზე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას ითხოვენ
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ
ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა
ჭყონდიდელის ქუჩაზე სანიაღვრე არხების გაკეთბას ითხოვენ
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს