FM97.5 / LIVE

რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს თამარაშვილის ქუჩა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.07.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩა, ყოველი წვიმის დროს იტბორება. საინაღვრე არხი, რომელმაც ქალაქის ორი ქუჩიდან ჩამონადენი წვიმის წყალი უნდა გაატაროს, იშვიათად იწმინდება. ვის ევალება არხის გაწმენდა და რა რას გეგმავს მერია პრობლემის მოსაგვარებლად.

რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს  თამარაშვილის ქუჩა

თამარაშვილის ქუჩაზე ძლიერი წვიმის დროს ათობით მოსახლე ზარალდება, გაუწმენდავი და ვიწრო სანიაღვრე არხიდან გადმოსული წყლის ნაკადით იტბორება კომერციული ობიექტები, სარდაფები და ავტოფარეხები.

ეზოებში წყლის გუბეები დგება. დატბორილ ადგილებზე კი სილა და ნაგავი რჩება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია, პრობლემას სანიაღვრე არხი წარმოადგენს, რომელიც შევჩენკოს ქუჩიდან იწყება, ახალციხე-თბილისის საავტომობილო გზის ქვეშ გადის და თამარაშვილის ქუჩაზე გრძელდება. გარდა ამისა, შევჩენკოს ქუჩაზე სანიაღვრე არხში კანალიზაცია ჩაედინება, ფეკალიები და ნაგავი კი ღია არხის მეშვეობით თამარაშვილზე გროვდება.

„შვიდი წელია არავის გაუწმენდია აქაურობა. ორი წლის წინ, ბოლოში რაღაც ნაწილი გაწმინდეს. ამ ნაწილს არაფერი ეშველა და დატბორა შენობებიც. მერიის წარმომადგენელი გვეუბნება მე რა გიშველოთ, ყველამ თავისი გააკეთოსო. ეს არხი ვის ეკუთვნის? ვერ გავიგეთ“, - ამბობს გიორგი მელიქიძე, რომელსაც 28 ივნისის სანიაღვრე არხიდან გამოსულმა წყალმა საცხობი იმდენად დაუტბორა, რომ თონის დანგრევა მოუწია და ბოლო ხუთი დღეა კი შენობიდან წყალს ტუმბავს.

ვის ეკუთვნის თამარაშვილზე არსებული სანიაღვრე არხის გაწმენდა, ამაზე „სამხრეთის კარიბჭემ“ სრული პასუხი ვერ მიიღო. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მათ დაქვემდებარებაში არხის მხოლოდ ნაწილი შედის, დანარჩენი კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის გასაკეთებელია.

28 ივნისის ძლიერი წვიმის შემდეგ, მერიამ სანიაღვრე არხის ბოლო ნაწილი გაწმინდა, თუმცა ის ადგილი, საიდანაც ეზოში წყალი ჩადის და შენობები იტბორება, კვლავ გასაწმენდია.

„არხი გასაწმენდი ნამდვილად იყო და გაიწმინდა კიდეც. საავტომობილო გზასთან ახლოს რაც არის, ეგ უკვე გზების დეპარტამენტს ეკუთვნის და ჩვენ არ შეგვიძლია მანდ მუშაობა, თუმცა ვეხმარებით ხოლმე“, - ამბობს ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მერაბიშვილი.

საავტომობილო გზების დეპარატამენტის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ ვინ უნდა გაწმინდოს კონკრეტული მონაკვეთები, ამის შესახებ ახალციხის მერიასთან შეთანხმდებიან.

„ეს არხი მოდის შევჩენკოს ქუჩიდან, შიგ არეულია კანალიზაცია, რაც დაუშვებელია. ადამიანი გასაწმენდად რომ შევა მილში, იმასაც სუნთქვა ხომ უნდა?! ფეკალიები აქვს ჩაშვებული ხალხს და სამუშაო პირობები არ არის. გადავამოწმებთ მაგას, ვნახავთ და შევთანხმდებით, ამხელა არხი ჩვენი გასაწმენდია თუ მერიის, და დაიწყება მაგისი გაწმენდა. საგზაო დეპარტამენტს ჰყავს კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჯავახავტოგზა“ და ის გაწმენდს არხს“, - განმარტავს საავტომობილო გზების დეპარატმენტის ზონის ზედამხედველი ზვიად ლომსაძე.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში თამარაშვილზე არსებული სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მოხდება. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„მაგ არხის დაპროექტება მიმდინარეობს. ტექნიკური დავალებაც მიცემული გვაქვს, პროექტი მზადდება ამაზე. ამ ადგილზე, რკინა-ბეტონის არხი გაკეთდება, დიდი მოცულობის, რომელიც წყალს გაატარებს. გაკეთდება მთლიანი არხი, თამარაშვილის ქუჩიდან მდინარის ნაპირამდე, დაახლოებით 320 მეტრი იქნება. გრუნტოვანი არხი, ბეტონის არხით ჩანაცვლდება, რომელსაც უფრო მეტი გამტარიანობა აქვს’, - ამბობს შოთა მერაბიშვილი.
მერია არხის გაფართოებას გეგმავს, თუმცა პრობლემას მხოლოდ არხის სივიწროვე და მისი სილით ამოვსება არ წარმოადგენს.

„აქ ყველაზე დიდი პრობლემა ეს უკანონო შენობებია, „გარაჟები და სათავსოები აქვთ გადმოდგმული ხალხს არხზე და ამან დაკეტა არხი. ადრეც მოდიოდა აქ წყალი, მაგრამ შენობები არ იყო და არ გუბდებოდა. ახლა სახურავებიდანაც ჩადის, ვეღარ ეტევა წყალი არხში და გადმოვიდა“, - ამბობს თამარაშვილის ქუჩის მცხოვრები სარგის ერეგიანი.

რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს  თამარაშვილის ქუჩა

შენობები რომ კიდევ ერთ დაბრკოლებას ქმნის, მერიაშიც ადასტურებენ. მათი თქმით, როცა სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის პროექტის შედგენა დაიწყება, მაშინ გაირკვევა, რა ბედი ელის არხზე გადმოდგმულ მიშენებებს: „მანდ არის კიდევ ერთი პრობლემა – მშენებლობების. მიშენებებია გაკეთებული ძალიან ახლოს, რაც ხელს უშლის სანიაღვრე არხის ფუნქციონირებას. საპროექტო სამუშაოები რომ დაიწყება, ვნახავთ, როგორ შეიძლება ამ არხის გაფართოება. პროექტირების დროს გავივლით საკითხს, მოვხსნათ თუ არა შენობები. ჯერ მოსახლეობასთანაც უნდა გავაკეთოთ შეხვედრა და საპროექტო კომპანიის აზრიც მოსასმენი იქნება“, - ამბობს შოთა მერაბიშვილი.

მისივე განმარტებით, არხის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, 800 000 ლარი დასჭირდება.

რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს  თამარაშვილის ქუჩა

რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს  თამარაშვილის ქუჩა

რატომ იტბორება ყოველი წვიმის დროს  თამარაშვილის ქუჩა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის გაწმენდა დაიწყეს
თამარაშვილის ქუჩაზე დატბორილი ეზოები და სანიაღვრე არხი ისევ გასაწმენდია
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სახიფათო ტროტუარი თამარაშვილის ქუჩაზე [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩა ისევ დაიტბორა [ფოტო]
ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]