FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგებლის შემდეგ, უფლებამოსილება შესაძლოა საკრებულოს თავმჯდომარესაც შეუჩერდეს [Video]

მთავარიSK TV » ვიდეო 04.04.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პროკურატურის მიერ დაწყებული ძიების პარალელურად, რასაც გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტა მოჰყვა, ადგილობრივ ხელისუფლებაში საქმის ძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსაც აქვს დაწყებული.

თვითმმართველობაში ფიქრობენ, რომ ამ საქმით ოლეგ სანდროშვილის თანამდებობიდან ჩამოშორება სურთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ირწმუნება, რომ მისი თანამდებობიდან ჩამოცილების მიზნით გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. ამის შესახებ მან 3 აპრილს, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის რომ მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ გამგეობის თანამშრომელს, რევაზ მერაბიშვილს, მისი საწინააღმდეგო ჩვენება, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიაცემინა. მერაბიშვილს 27 მარტს, აღნიშნულ სამსახურში, 5 საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ სამცხე-ჯავახეთის სამმართველო ახალციხეში, ასპინძის ქუჩის 28-ე კორპუსის გადახურვის საქმეს, 182-ე მუხლით იძიებს და გამგეობის თანამშრომლები ნამდვილად დაკითხეს, თუმცა, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.



[თამარ თოთაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა
ოლეგ სანდროშვილი: "ჩემს მიმართ იმპიჩმენტი იგეგმება"

რას ჰყვება რევაზ მერაბიშვილი დაკითხვის დეტალებზე
საქმე, რომელზეც სანდროშვილის თქმით, გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა განხორციელდა
საფინანსო პოლიციამ ახალციხეში სამი პირი დააკავა