FM97.5 / LIVE

რევაზ მერაბიშვილი დაკითხვის დეტალებს იხსენებს [Video]

მთავარიSK TV » ვიდეო 03.04.2014
ვიდეომასალაში, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაშია ჩაწერილი, გამგეობის თანამშრომელი რევაზ მერაბიშვილი იხსენებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში, 27 მარტს, მისი დაკითხვის დეტალებს.

25-წუთიან ვიდეოში მერაბიშვილი ამბობს, როდის და რა ვითარებაში მიიყვანეს დაკითხვაზე, რას ესაუბრებოდნენ და რატომ მოაწერა ხელი იმ ჩვენებას, რის მიცემასაც მისგან ითხოვდნენ. ვიდეოში ჩანს, რომ მერაბიშვილს საუბარი უჭირს. მას კითხვებს ნუგზარ სამარჯიშვილი და ლაშა ამირეჯიბი უსვამენ. ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით, ამ ვიდეოჩანაწერის გაკეთება მისი და ლაშა ამირეჯიბის იდეა იყო. ამირეჯიბი ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწე და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ოლეგ სანდროშვილთან დაახლოებული პირია.

აღნიშნული პირები ვიდეოჩანაწერის გაკეთების იდეას იმით ხსნიან, რომ მერაბიშვილს, რომელიც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშაა, მედიასთან საუბარი უჭირს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა 27 მარტს სამმართველოში.

25-წუთიანი ვიდეოდან, რომელშიც მეორდება კითხვები ერთსა და იმავე თემაზე, "სამხრეთის კარიბჭე" ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს გთავაზობთ.



ვიდეოს გავრცელების შემდეგ, "სამხრეთის კარიბჭე" მომხდარის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა. აღიშნული სამსახურის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს დაწყებული აქვს ძიება ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე 28-ე კორპუსის გადახურვის საქმეზე და ამასთან დაკავშირებით, გამგეობის თანამშრომლები ნამდვილად დაკითხეს.

„რაც შეეხება ზეწოლას, რაზეა საუბარი, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, გამორიცხულია რაიმე სახის, მინიმალური, ფისქოლოგიური ზეწოლა“, - განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი გრძელიშვილმა.

დაკითხვის დეტალებზე შეგიძლიათ იხილოთ სტატიაც.

[ნინო ნარიმანიშვილი, თამარ თოთაძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა
რას ჰყვება რევაზ მერაბიშვილი დაკითხვის დეტალებზე
რატომ აქტიურობს ლაშა ამირეჯიბი ახალციხის პოლიტიკურ ცხოვრებაში?

პროკურატურა რევაზ მერაბიშვილის საფინანსო პოლიციაში დაკითხვის დეტალებს არკვევს
საფინანსო პოლიციამ ახალციხეში სამი პირი დააკავა
ოლეგ სანდროშვილი: "ჩემს მიმართ იმპიჩმენტი იგეგმება"