FM97.5 / LIVE

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა

მთავარიპოლიტიკა 03.04.2014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები სამმართველოში ნამდვილად დაიკითხნენ, თუმცა, მათზე ზეწოლის ფაქტებს კატეგორიულად გამორიცხავენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენლის გიორგი გრძელიშვილის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს დაწყებული აქვს ძიება ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე 28-ე კორპუსის გადახურვის საქმეზე და ამასთან დაკავშირებით, გამგეობის თანამშრომლები ნამდვილად დაკითხეს.

„რაც შეეხება ზეწოლას, რაზეა საუბარი, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, გამორიცხულია რაიმე სახის, მინიმალური, ფისქოლოგიური ზეწოლა“, - განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ გიორგი გრძელიშვილმა.

მისი განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველო, ასპინძის ქუჩის 28-ე კორპუსის საქმეზე ძიებას სსკ-ის 182-ე მუხლით აწარმოებს, რაც თანხის მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, დღეს, 3 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში გამგეობის თანამშრომლებს ზეწოლის შედეგად ხელი მოაწერინეს მის საწინააღმდეგო ჩვენებაზე.

მოგვიანებით, საკრებულოში ჟურნალისტებს ვიდეომასალა გადასცეს, რომელშიც ერთ-ერთი დაკითხული, რევაზ მერაბიშვილი დაკითხვის დეტალებს იხსენებს. იგი ამბობს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა და საბოლოოდ, მზა ჩვენებას ხელი ისე მოაწერა, დოკუმენტი არ წაუკითხავს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


რას ჰყვება რევაზ მერაბიშვილი დაკითხვის დეტალებზე
საფინანსო პოლიციამ ახალციხეში სამი პირი დააკავა

სამცხე–ჯავახეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დანიშნეს
დავით ფეიქრიშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ყალბი დოკუმენტის დამზადებას ედავება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამცხე–ჯავახეთში ახალი უფროსი ჰყავს