FM97.5 / LIVE
საფინანსო პოლიციამ ახალციხეში სამი პირი დააკავა

საფინანსო პოლიციამ ახალციხეში სამი პირი დააკავა

მთავარისამართალი 11.04.2014
დღეს, 11 აპრილს, საფინანსო პოლიციამ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები: გიორგი ქასრაშვილი და რევაზ მერაბიშვილი და შპს „სამცხე-21"-ეს ხელმძღვანელი გურამ ფარცახაშვილი დააკავა.

საფინანსო პოლიციამ ახალციხეში სამი პირი დააკავა

სამივე მათგანი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს წარმომდგენლებმა დააკავეს.

მერაბიშვილი და ქასრაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტები არიან. ფარცახაშვილი კი იმ შპს-ს ხელმძღვანელია, რომელმაც ახალციხეში ასპინძის ქუჩაზე მდებარე 28-ე კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა. აღნიშნულ სამუშაოებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ძიება 182-ე მუხლით ჰქონდა დაწყებული, რაც თანხის მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, რომ დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ფინანასთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური 2 საათში გაავრცელებს.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა 3 აპრილს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკითხვისას რევაზ მერაბიშვილზე საფინანსო პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. სანდროშვილის განცხადებით, მერაბიშვილს აიძულებდნენ მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცა.

საფინანსო პოლიციამ ახალციხეში სამი პირი დააკავა
ერთ-ერთი დაკავებული რევაზ მერაბიშვილი

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა
საფინანსო პოლიცია ფარცახაშვილს 33 400 ლარის მითვისებას ედავება
ახალციხის გამგეობის თანამშრომლებმა საპატიმრო დატოვეს
ოლეგ სანდროშვილი: "ჩემს მიმართ იმპიჩმენტი იგეგმება"
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამცხე–ჯავახეთში ახალი უფროსი ჰყავს
სამცხე–ჯავახეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე დანიშნეს
საფინანსო პოლიციამ ბორჯომის მკვიდრი დააკავა