FM97.5 / LIVE

2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღეა

მთავარისაზოგადოება 02.04.2014
2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეა. 2014 წელს აუტიზმის ასოციაცია აწარმოებს კამპანიას, რათა აამაღლოს მოქალაქეების ცნობიერება, რომ აუტიზმით მცხოვრები მოზარდები საჭიროებენ განათლებას და დასაქმებას.

2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღეა
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ეს გადაწყვეტილება ახსნეს აუტიზმის შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რის გამოც ეს პრობლემა მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად შეფასდა.

"აუტიზმი არის ტვინის ფუნქციონირების განვითარების დარღვევა, რომელიც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და ხელს უშლის ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებს. აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში", - აცხადებენ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში.

ცენტრის ინფორმაციით, აუტიზმი ბიჭებში ოთხჯერ უფრო ხშირია ვიდრე გოგონებში; იგი აღინიშნება ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის პირთა შორის. აუტიზმი 500-იდან 1 ბავშვს აღენიშნება. აუტიზმის მიზეზი დადგენილი არ არის და ჯერ-ჯერობით არ იკურნება.

2014 წელს ევროპის აუტიზმის ასოციაცია აწარმოებს კამპანიას, რათა აამაღლოს ევროპელების ცნობიერება, რომ აუტიზმით მცხოვრები მოზარდები საჭიროებენ განათლებას და დასაქმებას.

რა არის ამისთვის საჭირო:

განათლება - იმისათვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ აუტიზმით, მოახერხონ საზოგადოებაში ინტეგრაცია და გახდნენ მისი აქტიური წევრები, აუცილებელია უწყვეტი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, რომლებიც გაითვალისწინებენ ამ ადამიანების მოთხოვნილებებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სკოლის შემდგომი პროფესიული განათლების კურსების შექმნას და პოპულარიზაციას.

სამუშაო - კვლევებმა აჩვენა, რომ 76-90% აუტიზმით მცხოვრები ადამიანებისა უმუშევარია;

უნიკალური უნარები - აუტიზმით მცხოვრებ ადამიანებს გააჩნიათ უნიკალური უნარები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას მაღალი ხარისხის სამუშაოების შესასრულებლად, რაც ფასეულია მათი დამსაქმებლისთვის;

ინვესტიცია - საჭიროა მთავრობის და კერძო სტრუქტურების ინიციატივა, რათა მოხდეს აუტიზმით მცხოვრები ადამიანების განათლება, პროფესიული მომზადება და დასაქმება.

სოციალური ინტეგრაცია - აუტიზმით მცხოვრები ადამიანები ხშირად განიცდიან სოციალურ იზოლაციას. განათლება და დასაქმება საშუალებას მისცემს მათ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ქონდეთ საზოგადოებასთან და არ იყვნენ დამოკიდებულები ოჯახსა და სოციალურ დახმარებაზე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა
აუტიზმის დღესთან დაკავშირებით  ახალციხის ციხე  ლურჯად განათდება
აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენი  ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
ილია მეორემ აუტიზმის მქონე ბავშვები დალოცა [Video]
ახალციხის მერია 'მწვანე სახლს' ესტუმრა
ახალციხის მერიამ აუტიზმის დღე ‘მწვანე სახლში’ აღნიშნა