FM97.5 / LIVE

აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს

მთავარისაზოგადოება 02.04.2014
აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს განავითაროს ადრეული ინტერვენციისა და ბავშვთა განვითარების სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამები, განათლების სამინისტროს კი მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის ზოგადი და პროფესიული განათლების პროგრამების უზრუნველყოფას სთხოვს.

აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენი  ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს
"2007 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა . ეს დღე საქართველოში წელს მეოთხედ აღინიშნება, რომლის მიზანია გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ორგანოებს შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ შეზუდული შესაძლებლობის, მათ შორის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება“, - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ განცხადებაში

აუტიზმი ნეიროგანვითარებითი შეზღუდვების ჯგუფს მიეკუთვნება. აუტიზმზე ეჭვის მიტანა18 თვიდან შეიძლება. დროული დიაგნოსტიკა და სწორი თერაპია მაქსიმალურად ზრდის შესაძლებლობას, რომ ბავშვი სწორად განვითარდეს, მიიღოს საშუალო/უმაღლესი განათლება და დამოუკიდებლად იცხოვროს.

სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სკრინინგის არარსებობა, გვიანი დიაგნოსტიკა, ადრეული ინტერვენციის აუცილებლობა, სარეაბილიტაციო ცენტრებისა და სხვა სოციალური პროგრამების სიმწირე პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანები საქართველოში ყოველდღიურად აწყდებიან.

„2013 წლის 30 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ანსაბლეის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია "ყოველმხრივი და კოორდინირებული ძალისხმევით აუტისტური სპეტრის აშლილობის მართვის“ შესახებ. წელს ამ დღესთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მთავარი მოწოდებაა, რომ მონაწილე მხარეებმა გააკეთონ ყველაფერი აუტისისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირების განათლების მხარდაჭერის, დასაქმების შესაძლებლობების ზრდისა და სხვა ყველა იმ ზომის გატარებისათვის, რომელიც აუცილებელია ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობისათვის.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების კანონიერი უფლებების დაცვისა და საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დანერგოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა ადრეული სავალდებულო სკრინინგი და დიაგნოსტიკა, განავითაროს ადრეული ინტერვენციისა და ბავშვთა განვითარების სარებილიატაციო სახელმწიფო პროგრამები, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება, მათი შემდგომი დასაქმების ხელშეყობისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა
ომბუდსმენის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე პირებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ
რა იცით აუტიზმის შესახებ [Video]
სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’
ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
აუტიზმის დღესთან დაკავშირებით  ახალციხის ციხე  ლურჯად განათდება