FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე

მთავარისაზოგადოება 02.04.2016
ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოში აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ძირითადად უცვლელია. ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა აუტიზმის მქონე ადამიანების შესახებ, რაც პირდაპირ კავშირშია მათთვის აუცილებელი მომსახურებების დაგეგმვასა და განხორციელებასთან.

ომბუდსმენი მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის  მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციის თანახმად ეს დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია მუდმივად მიაპყროს საზოგადოების ყურადღება აუტიზმის მქონე პირთა მხარდაჭერის საჭიროებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.

2016 წელს ამ დღის თემაა „აუტიზმი და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დღის წესრიგი 2030 წლამდე: ინკლუზია და ნეირო მრავალფეროვნება“.

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვაში კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის ხაზგასმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის აუტიზმის მქონე პირთა აქტიური და თანაბარი მონაწილეობის აუცილებლობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. გზავნილში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პირებს აქვთ განსხვავებული შესაძლებლობები და ინტერესები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოების ცხოვრებაში, რაც ხშირად არ არის უზრუნველყოფილი. ეს კი ადამიანის უფლებების დარღვევად და მათი პოტენციალის დაკარგვად მიიჩნევა.

საქართველოში აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ძირითადად უცვლელია. დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მათი უფლებების სათანადო რეალიზება. ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აუტიზმის მქონე ადამიანების შესახებ, რაც პირდაპირ კავშირშია მათთვის აუცილებელი და საჭირო მომსახურებების დაგეგმვასა და განხორციელებასთან.

კვლავ რჩება ბარიერები სკოლამდელ და სასკოლო საგანმანათლებლო პროცესში. სპეციფიური სასწავლო სტრატეგიებისა და მეთოდების არარსებობა, პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაცია და არასაკმარისი რაოდენობა აფერხებს აუტიზმის მქონე ბავშვების სრულფასოვან ინკლუზიას და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.

პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპები. მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საჯარო გამოსვლების დროს სხვადასხვა სახის განცხადებებით ხელს უწყობენ არასწორი დამოკიდებულებების კიდევ უფრო გაღრმავებას.

სახალხო დამცველი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს იზრუნოს აუტიზმის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი შესაძლებლობების ზრდაზე. მიმართოს სათანადო ძალისხმევა საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლისა და არსებული სტიგმის დაძლევისაკენ, უზრუნველყოს მათი ყოველმხრივი მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვით ხელი შეუწყოს ამ პირთა ღირსეული მომავლის შექმნას", – ნათქვამია განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა
ომბუდსმენის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე პირებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ
აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ომბუდსმენი  ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა
აუტიზმის დღესთან დაკავშირებით  ახალციხის ციხე  ლურჯად განათდება
რა იცით აუტიზმის შესახებ [Video]
'სტიგმას აუტიზმის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება აჩენს’