FM97.5 / LIVE

რა საკითხებზე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა პრემიერთან შეხვედრაზე

მთავარიპოლიტიკა 01.04.2014
2014 წელს რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი და რეგიონის გაზიფიცირება - ეს ის საკითხებია რაზეც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრა.

რა საკითხებზე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა პრემიერთან შეხვედრაზე
31 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა და სამთვიანი მუშაობის შედეგებს გაეცნო. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ია გოგატიშვილის თქმით, აკაკი მაჭუტაძემ პრემიერს ყველა იმ პროექტის მიმდინარეობა გააცნო, რომელსაც საქართველოს მთავრობა სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში რეგიონში 429 პროექტი განხორციელდება, რასაც ჯამში 3,533,779 ლარი მოხმარდება.

"რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გუბერნატორმა პრემიერს აღნიშნულ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საპროექტო სამუშაოები დასრულების ფაზაშია და პროექტების განხორციელება უმოკლეს ვადებში დაიწყება", - განმარტავს ია გოგატიშვილი.

მისივე თქმით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორცელებლად 13 მილიონი ლარია გამოყოფილი.

აკაკი მაჭუტაძემ პრემიერს "მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" მიმდინარეობაც გააცნო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს 44 ათას 334 ბენეფიციარი ისარგებლებს. ამ დროისთვის 37 ათას 255 ვაუჩერია დარიგებული, რაც მთლიანი რაოდენობის 93, 6 პროცენტს შეადგენს.

შეხვედრაზე აკაკი მაჭუტაძემ გაზიფიცირებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახლო მომავალში თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში გაზიფიცირების პროცესი 2012 წლის ოქტომბერში შეწყდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გიორგი ამაშუკელი გაეცნო
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
აკაკი მაჭუტაძემ ასპინძაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
აკაკი მაჭუტაძემ ბორჯომში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო ხვნები მიმდინარეობს
ახალციხეში მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის დეტალებზე იმსჯელებენ