FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გიორგი ამაშუკელი გაეცნო

მთავარიეკონომიკა 17.09.2015
წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე–ჯავახეთში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 14 მილიონი ლარი იხარჯება. სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია.

სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გიორგი ამაშუკელი გაეცნო

საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად მხარეში 11 მილიონი ლარია გამოყოფილი და ჯამში 32 კმ. სიგრძის გზა დაიგება. ხოლო 3 მილიონი ლარი სასმელი წყლის სისტემების 58 კილომეტრიანი მაგისტრალის რეაბილიტაციას მოხმარდება.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის სამუშაოების 80 პროცენტი დასრულებულია, წლის ბოლომდე კი ყველა პროექტის ჩაბარება იგეგმება.

რეგიონში მიმდინარე სამუშაოები გუშინ, 16 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა მოინახულა, მხარისა და მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად მოინახულა.

გიორგი ამაშუკელმა ბორჯომში სოფელ ცემში გზის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის გზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკურორტო ზონაში არსებულ სოფელში, სადაც შიდა გზის პრობლემა წლების განმავლობაში იყო, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტების განსახორციელებლად 14 მილიონი ლარი იხარჯება. სულ, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში რეგიონული პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 720 მასშტაბური, მცირე და საშუალო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გიორგი ამაშუკელი გაეცნო
ადიგენში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გაეცნო
სამცხე–ჯავახეთის მდგომარეობით გიორგი ამაშუკელი დაინტერესდა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაცია გრძელდება [R]
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო