FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო ხვნები მიმდინარეობს

მთავარიეკონომიკა 14.03.2016
"მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ექვსი მუნიციპალიტეტიდან მიწის დამუშავება სამში უკვე დაიწყო, დარჩენილ სამ მუნიციპალიტეტში კი რამდენიმე კვირაში დაიწყება.

სამცხე–ჯავახეთში საგაზაფხულო ხვნები მიმდინარეობს

რეგიონის მასშტაბით პროექტის ფარგლებში ჯამში 2.608 ჰექტარი მიწის ფართობი მოიხვნება. საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაწყებულია ასპინძაში, ადიგენსა და ახალციხეში.

"მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ სამცხე–ჯავახეთში 37. 535 ბენეფიციარი ისარგებლებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მამუკა თამარაძის განმარტებით, ამ დროისთვის რეგიონში მოხნულია 254 ჰექტარი მიწის ფართობი.

შპს "მექანიზაციაში" ხვნა–თესვისთვის 55 ტრაქტორი ყავთ, რომელიც რეგიონზეა გადანაწილებული.

"მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტისთვის“ 2016 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარი დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" მეოთხე წელია მიმდინარეობს. პროექტის მენეჯერის დავით კიკნაძის განმარტებით, პროგრამა 2017 წელს აღარ გაგრძელდება.

"გვინდოდა დახმარება აღმოგვეჩინა მცირემიწიანი ფერმერებისთვის. ჩვენ მარტო მიწის დამუშავებაში არ ვეხმარებოდით, მათ ინვენტარის ყიდვის საშუალებაც მივეცით. თავიდანვე იყო გათვლილი, რომ ნელნელა ფერმერის კულტურა ჩამოყალიბებულიყო და დაბრუნებოდნენ თავიანთ მიწას, ჩვენ კი უნდა გამოვსულიყავით ამ სუბსიდირებიდან. წინა წელს ბევრი სტიქიური მოვლენა იყო და ბოლომდე საშემოდგომო სამუშაოები ვერ ჩავატარეთ, სწორედ ამიტომ ფერმერების თხოვნით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ წელსაც გაგვეგრძელებინა პროექტი. 2017 წელს აღარ გაგრძელდება", – ამბობს დავით კიკნაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
ახალციხეში მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის დეტალებზე იმსჯელებენ
ცვლილებები მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში
ახალციხეში ხვნის ბარათებით წელს 300 ფერმერით მეტი  ისარგებლებს
„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი" დაიწყო
მეურნე: საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამის შედეგები [Video]
რა პრობლემები აქვთ ფერმერებს ‘მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის’ ფარგლებში