FM97.5 / LIVE

რა იცვლება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“?

მთავარიეკონომიკა 18.02.2014
2014 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პატარა სოფლებს, გასული წლისგან განსხვავებით, შედარებით მეტი თანხა გამოეყოფა. პროექტებს კი მთავრობის ნაცვლად, სამინისტრო დაამტიცებს.

რა იცვლება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“?
რა იცვლება 2014 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“, როგორ წარმოუდგენია სამინისტროს პროცესის ორგანიზება და რა მიმართულებები იქნება წელს პრიორიტეტი, ამ საკითხებზე დღეს, 18 თებერვალს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სოფლების რწმუნებულებს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესაუბრნენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის დემარტამენტის უფროსის გიორგი წაქაძეს განმარტებით, 2014 წელს მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გარდამავალი პროექტები აღარ იქნება, დაგეგმილი პროექტები მიმდინარე წელსვე უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, კონკურეტულად განისაზღვრა პროექტების თემატიკა.

„უფრო ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტებისკენ იქნება მიმართული თანხები. სიახლედ შეიძლება განვიხილოთ ისიც, რომ პროცედურა გამარტივდა. თითოეული პროექტის განხილვა და შეთანხმება მოხდება სამინისტროსთან, ნაცვლად მთავრობის სხდომაზე დამტკიცებისა“, - განმარტავს წაქაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად არაფერი შეცლილა პროექტების დაფინანსების კუთხით. ახალციხის მუნიციპალიტეტი წელსაც იგივე თანხას მიიღებს, რაც წინა წელს ჰქონდა.

„მთლიან მიდგომაში განსხვავება ისაა, რომ პატარა სოფლებს ცოტა მეტი თანხა გამოეყოთ, ვიდრე გამოეყოფოდათ წინა წლებში. ამით გვინდა პატარა სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია შევამციროთ“, - ამბობს გიორგი წაქაძე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსგავს შეხვედრებს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მართავს.

შეგახსენებთ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2013 წელს, სამცხე-ჯავახეთისთვის 3,605,112 ლარი გამოიყო. ამ თანხით რეგიონში 460 პროექტი დაფინანსდა. პრიორიტეტი, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში რიტუალების სახლის რეაბილიტაცია/ინვენტარით აღჭურვა, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და შიდა გზების მოწესრიგება იყო. 460 პროექტიდან გარდამავალ პროექტებში 5 პროექტი გადავიდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელსაც 50 მილიონით დაფინანსდება
დავით ნარმანია 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' შესახებ პრესკონფერენციას გამართავს
ახალციხეში რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგები
რა ცვლილებები შევიდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში
რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტები დაამტკიცა
ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს