FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

მთავარიეკონომიკა 24.06.2015
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილეს.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, კოორდინაციის სამსახურის უფროსი გიორგი როინიშვილი, რეგიონული პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსი - მინდია ღლონტი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურისა და შესყიდვების სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეხვედრაზე 2015 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დაფინანსებულ პროექტებსა და მათ შესრულებაზე იმსჯელეს. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის გამგებლებს პროექტების განხორციელებისას, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი ადილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებს პროექტების ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები მისცეს.

მიმდინარე წელს სამცხე–ჯავახეთში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 725 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
გუბერნიაში მიმდინარე და მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 38 პროექტი განხორციელდება
სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გიორგი ამაშუკელი გაეცნო
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
2018 წელს სამცხე–ჯავახეთში, რეგიონული ფონდიდან 19 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება
სამცხე–ჯავახეთში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გიორგი ამაშუკელი გაეცნო