FM97.5 / LIVE

ასპინძაში ყველაზე მოთხოვნადი სახანძრო-სამაშველო სამსახური აღმოჩნდა

მთავარიპოლიტიკა 25.03.2014
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 42 ვაკანსიაზე 181 განცხადება შევიდა, ამათგან, 10-მდე განმცხადებელი კონკურსს სტაჟის არქონის გამო გამოეთიშება, დანარჩენები მომავალ კვირაში კონკურსის მეორე ეტაპს გაივლიან.

ასპინძაში ყველაზე მოთხოვნადი სახანძრო-სამაშველო სამსახური აღმოჩნდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება 13 მარტს დასრულდა, თუმცა, კომისიამ შედეგები 24 მარტს დაითვალა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყველაზე მეტი, 13 განცხადება, გამგეობის ადმინისტრაციისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოსტზე შევიდა; ექვსი განაცხადია შესული გამგეობის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე; ხუთი - სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისტთა და მობილიზაციის სამსახურის უფროსის პოსტზე; ოთხი კონკურსანტი იბრძვის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციის დასაკავებლად;

ასევე ოთხი განაცხადია სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსის პოსტზე და ხუთი სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე.

მეხანძრე - მაშველის 9 ვაკანტურ პოსტზე 47 განაცხადია შესული; 13 განაცხადი შევიდა ამავე სამსახურში სპეციალისტ- ათმეთაურის პოზიციაზე და ამდენივე, 13 განცხადება მძღოლის ვაკანსიაზე;

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს 7 რწმუნებულსა და ამავე ტრიტორიული ორგანოს 13 მთავარ სპეციალისტზე ჯამში 71 განცხადებაა შესული. აქედან, 40 - მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, დანარჩენი რწმუნებულების;

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად 4 და 5 მარტს გამოცხადდა. თებერვლის თვეში დაკომპლექტდა ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიაც.

საკონკურსო კომისიას, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე ხელმძღვანელობს.

საპრეტენზიო კომისია ხუთი წევრისგან შედგება. კომიიის თავმჯდომარე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილია, წევრები კი არიან მანუჩარ სანდროშვილი, ემირ ბალოიანი, თამაზ გიგაშვილი და თამაზ ზედგინიძე.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგეობაში 42 პოსტზე კონკურსი გამოცხადდა
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში  51 განაცხადი შევიდა
ასპინძაში 11 ვაკანტურ პოზიციაზე 61 განაცხადი შევიდა
ახალციხის თვითმმართველობაში არსებულ 70 ვაკანსიაზე 894 განაცხადი შევიდა
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი დეკემბერში ჩატარდება
ახალციხის  გამგეობაში განაცხადების მიღება დასრულდა