FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 თანამშრომელს შეარჩევენ

მთავარიპოლიტიკა 19.03.2014
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო. ამჯერად ვაკანტური 25 პოსტია.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში 25 თანამშრომელს შეარჩევენ
სამხარეო ადმინისტრაციაში მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 18 მარტს გამოცხადდა. ამ კონკურსის შედეგად, ადმინისტრაციაში უნდა დაკომპლექტდეს სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატი და სამი სამსახური: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის, რეგიონული პროექტების კოორდინირებისა და საგანგებო სიტუაციების. გარდა ამისა, შეირჩევა მდივანი-რეფერანტი, რომელიც გუბერნატორის უშუალო დაქვემდებარებაში იქნება.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატში ვაკანტური 4 პოსტია: 1 - მთავარი სპეციალისტის, 2 - უფროსი სპეციალისტის და 1 - სპეციალისტის.

6 ვაკანსიაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში. აქ სამსახურის უფროსს, მის მოადგილეს და 4 უფროს სპეციალისტს შეარჩევენ.

5 თანამშრომელს შეარჩევენ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურში: სამსახურის უფროსის მოადგილეს, მთავარ სპეციალისტს, სპეციალისტსა და 2 უფროს სპეციალისტს.

ყველაზე მეტი, 9 ვაკანსიაა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. აქ ვაკანტური შემდეგი პოსტებია: სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე, 2 უფროსი სპეციალისტი და 5 სპეციალისტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვაკანსიების ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) შეუძლიათ. მსურველებს განაცხადების წარდგენა საშუალება მხოლოდ ელექტრონულად, 27 მარტის ჩათვლით აქვთ.

კონკურსის ამ ეტაპით სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები დასრულდება, თუმცა, გუბერნატორის ორი მოადგილის პოსტი კვლავ ვაკანტური დარჩება. როდის და რა ფორმით შეარჩევს სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებს, ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, კონკურსის პირველი ეტაპი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე, 2014 წლის დასაწყისში ჩატარდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გუბერნიაში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა
რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში
საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსით სამ თანამშრომელს შეარჩევენ
როდის გაირკვევა რამდენი გაივლის გასაუბრებას 378 აპლიკანტიდან?
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში თანამშრომელთა ნახევარზე მეტს ხელახლა არჩევენ