FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგებელი პასუხისგებაში მისცეს

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 26.03.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპარული დოკუმენტები, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული გამგებელი და მუნიციპალიტეტის პირველი პირის ვაკანტური პოსტი.

ახალციხის გამგებელი პასუხისგებაში მისცეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე დღეიდან, 26 მარტიდან, ამ პოსტზე აღარ მუშაობს. მისი კაბინეტი დაკეტილია.

ბესიკ ბლიაძეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ბრალი 24 მარტს17:00 საათზე წაუყენა. მას ბრალი სსკ-ის 341-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბესიკ ბლიაძე არ დაგვიკავებია, ბრალი წარვუდგინეთ და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის მივმართეთ“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გიორგი ბახტაძე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნათია მერაბიშვილმა ბლიაძეს გირაო 4 000 ლარი, 25 მარტს, 17:00 საათზე შეუფარდა.

სასამრთლომ ბესიკ ბლიაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებაც მიიღო გადაწყვეტილება.

„25 მარტის განჩინებით, ბლიაძე უკვე სამსახურიდანაა გათავისუფლებული“, - აცხადებს ბახტაძე.

ბლიაძის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი სასამართლოს განჩინების შესახებ, რომლის თანახმადაც გამგებელს უფლებამოსილება შეუწყდა, ჯერ ინფორმირებული არ არის.

სამარჯიშვილის განმარტებით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, ძიება კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი წამყვანი სპეციალისტის ეკა ტატალაშვილის განცხადებისა და მის მიერვე პროკურატურაში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაიწყო.

ტატალაშვილმა (რომელიც კადრების განყოფილებაში მუშაობდა), 2013-2014 წლების მიჯნაზე თვითმმართველობს მოხელეთა შესარჩევ კონკურსში, იმავე პოზიციაზე მიიღო მონაწილეობა, რაზეც მანამდე მუშაობდა, თუმცა კონკურსში ვერ გავიდა.

„სწორედ ამიტომ, განაწყენდა და პროკურატურას გამგეობიდან მოპარული დოკუმენტები წარუდგინა. ბუნებრივია, ტატალაშვილს ამ დოკუმენტების გატანის უფლება არ ჰქონდა, მას შეეძლო მიემართა პროკურატურისთვის განცხადებით და ამ დოკუმენტებს გამოძიება თავად ამოიღებდა“, - გვიხსნის სამარჯიშვილი.

მისი თქმით, შესაძლოა აღნიშნულის გამო ბლიაძემ ტატალაშვილს უჩივლოს კიდეც.

საქმე, რაშიც ბლიაძეს ედება ბრალი, იმ დოკუმენტების გაყალბებას ეხება, რომლის თანახმადაც 3 თვის ვადით გამგეობაში თანამშრომლები დანიშნეს, მოგვიანებით კი აღნიშნული დანიშვნის შესახებ მეორე, ახალი ბრძანებები შეადგინეს და აქ დანიშვნის ვადად კონკურსის ჩატარებამდე პერიოდი მიუთითეს.

„შეეძლოთ მეორედ შედგენილ ბრძანებაში მიეთითებინათ, რომ მანამდე არსებულ ბრძანებებში შეჰქონდათ ცვლილება, მაგრამ, ეს ასე არ მოხდა, - ამბობს სამარჯიშვილი და ამატებს, რომ ტატალაშვილმა პროკურატურას სწორედ ეს ბრძანებები წარუდგინა, - ეს დოკუმენტები ეხებოდა მამუკა მესხის, მანუჩარ გოგოლაურის, მანანა ბალიაშვილის და ქეთევან ინასარიძის დანიშვნებს“.

ადვოკატის განმარტებით, ბრძანებების ხელახლა შედგენა, ბლიაძეს გამგეობის იურიდიული სამსახურის ყოფილმა მთავარმა სპეციალისტმა ავთანდილ თელიაშვილმა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მაკა სამსონიძემ ურჩიეს.

„ამის შესახებ გამგებელთან შეთანხმდნენ, შემდეგ კი, როგორც ხდება ყველა სამსახურში, დაწერილი ბრძანებები შეუტანეს და ხელი მოაწერინეს“, - ამბობს სამარჯიშვილი.

კითხვაზე, იცოდა თუ არა გამგებელმა რას აწერდა ხელს და შეიყვანეს თუ არა იგი თელიაშვილმა და სამსონიძემ შეცდომაში, გვპასუხობს: „რომ სცოდნოდა, ხელს ისეთ დოკუმენტს მოაწერდა, რომელიც შემდეგ მის წინააღდეგ კომპრომატად გამოდგებოდა?! რაც შეეხება თელაშვილს და სამსონიძეს, მათი ბრალეულობა გამოძიების დასადგენია“.

მიეცემიან თუ არა პასუხისგებაში მომხდართან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის უკვე ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლები, პროკურატურაში ამბობენ, რომ ჯერ ამის შესახებ არ იციან.

„საქმის ძიება 332-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მაგრამ ახლა უკვე საქმე გადაკვალიფიცირდა და ძიება 341-ე მუხლით მიმდინარეობს“, - გვიხსნის ბახტაძე. შეგახსენებთ, პროკურატურა გამგეობაში 24 თებერვალს შევიდა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ტატალაშვილს უფლება გამგეობიდან ის დოკუმენტები გაეტანა, რომლებიც პროკურატურას წარუდგინა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ნინო დემეტრაძე გვპასუხობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკთხზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ბლიაძის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 8 მაისს ჩაინიშნა. თუმცა ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პროკურატურა გამგებლის მიმართ სისხლის სამრთლებრივ დევნას შეწყვეტს. მისი მტკიცებით, ბლიაძე უდანაშაულოა და ამიტომ, არც გირაოს უზრუნველოფას აპირებენ.

„ამისთვის 30 დღიანი ვადა გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მანამდე ბლიაძის უდანაშაულობა დამტკიცდება“, - ამბობს სამარჯიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძე ერთი წლის წინ, 2013 წლის 11 მარტს, საკრებულოს სხდომაზე აირჩიეს. .

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეკა ტატალაშვილი: 'გამგეობიდან დოკუმენტები არ მომიპარავს'
გამგებლის პროცესზე ის მოწმეები დაკითხეს, რომელთა ბრძანებების გაყალბებაშიც მას ადანაშაულებენ
გამოძიების დასრულებამდე ახალციხის გამგებელი სამსახურში ვერ დაბრუნდება
რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას
რა შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილა მოსამართლემ ახალციხის ბრალდებულ გამგებელს
რატომ შევიდა ახალციხის გამგეობაში პროკურატურა?
ახალციხის ყოფილი გამგებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს