FM97.5 / LIVE
ეკა ტატალაშვილი: 'გამგეობიდან დოკუმენტები არ მომიპარავს'

ეკა ტატალაშვილი: 'გამგეობიდან დოკუმენტები არ მომიპარავს'

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 26.03.2014
როგორ მოხვდა გაყალბებული ბრძანებები სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში და რას ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტები პროკურატურას წარუდგინა;

ეკა ტატალაშვილი: 'გამგეობიდან დოკუმენტები არ მომიპარავს'
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე პასუხისგებაში მას შემდეგ მისცეს, რაც გამგეობაში კადრებისა და საქმის წარმოების ყოფილმა სპეციალისტმა ეკა ტატალაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას გაყალბებული ბრძანებები წარუდგინა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბლიაძის ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა განაცხადა, ტატალაშვილმა დოკუმენტები გამგეობიდან მოიპარა, მას, ბუნებრივია, ამის უფლება არ ჰქონდა და ამიტომ ბლიაძე აპირებს ტატალაშვილს უჩივლოს.

„რა მოპარვა, რა სისულელეა?! გამგეობიდან დოკუმენტები არ მომიპარავს!“ - აცხადებს ეკა ტატალაშვილი.

მისი თქმით, იგი ყველა დავალებას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსისგან, მაკა სამსონიძისგან ღებულობდა: „სამსონიძე მაძლევდა ბრძანებებს, რომ მომეწესრიგებინა პირადი საქმე და შემეტანა შრომის წიგნაკში დანიშვნა -გათავისუფლება, ასე რომ, მე არაფერი მომიპარავს“.

კითხვაზე, მაშინ როგორ მოხვდა აღნიშნული დოკუმენტები მასთან, გვაპასუხობს: „მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, მაგრამ მოპარული ნამდვილად არ მაქვს“.

მაკა სამსონიძე ამჟამად ბიულეტენზეა, ამიტომ მას „სამხრეთის კარიბჭე“ ტელეფონით დაუკავშირდა. სამსონიძემ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა: „ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ გამოძიებას“.

ვიდრე გამოძიება დასრულდება, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ეკა ტატალაშვილს სასამართლოში შეხვდებიან, ოღონდ სხვა საქმესთან დაკავიშრებით. მან ადგილობრივ თვითმმართველობაში 2013 წლის ბოლოს გამოცხადებული კონკურსის შედეგი გაასაჩივრა. შეგახსენებთ, ტატალაშვილმა კონკურსი ვერ გაიარა.

„სასამართლოს დაახლოებით თებერვლის ბოლოს მივმართე. კონკურსზე ჩემი ცოდნის დონე არ შეუმოწმებიათ, ამიტომ იმის თქმა, რომ თითქოს კუნკურსი ვერ გავიარე არასწორია. რა ვერ უნდა გამევლო, ის გასაუბრება, სადაც მხოლოდ ჩემი ოჯახური მდგომარეობის შესახებ მკითხეს?!“ - კითხულობს ტატალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბრალი24 მარტს წაუყენეს. მას ბრალი სსკ-ის 341-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. 25 მარტს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბლიაძეს გირაო 4,000 ლარი შეუფარდა. ამავე დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგებელი პასუხისგებაში მისცეს
როგორ მოხვდა თანამშრომლების დანიშვნის ბრძანებები ახალციხის გამგეობიდან პროკურატურაში
ახალციხის ყოფილი გამგებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
რა შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილა მოსამართლემ ახალციხის ბრალდებულ გამგებელს
მაკა სამსონიძე: „გააზრებული მქონდა, რომ ეს უკანონობა იყო, მაგრამ გამგებელმა დამავალა და გავაკეთე“
ვინ ჩაანაცვლებს დროებით ახალციხის გამგებელს?
გამოძიების დასრულებამდე ახალციხის გამგებელი სამსახურში ვერ დაბრუნდება