FM97.5 / LIVE

რატომ შევიდა ახალციხის გამგეობაში პროკურატურა?

მთავარიპოლიტიკა 05.03.2014
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

რატომ შევიდა ახალციხის გამგეობაში პროკურატურა?
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

როგორც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გიორგი ბახტაძე ამბობს, გამოძიება გამგეობის რამდენიმე თანამშრომლის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტით დაინტერესდა.

„ძიება 24 თებერვალს დაიწყო და მოწმის სახით უკვე რამდენიმე ადამიანიც დაიკითხა“, - ამბობს ბახტაძე.

გუშინ, 4 მარტს, პროკურატურაში დაკითხვაზე დაახლოებით 8 საათი დაჰყო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგბლის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ბესიკ ბლიაძემ. თუმცა, იგი ამ დრომდე „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარს არ აკეთებს.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმესთან დაკავშირებთ, არც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ნინო დემეტრაძე საუბრობს.

პროკურატურამ, პარასკევს, 28 თებერვალს გამგეობიდან დოკუმენტები ამოიღო. პროკურატურის წარმომადგენელი ამ წუთებშიც გამგეობაში იმყოფება.

კითხვაზე, დღეს რა დოკუმენტებით დაინტერესდა პროკურატურა, დემეტრაძე გვპასუხობს: „დანიშვნების შესახებ ძველ დოკუმენტებს ვეძებ“.
როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაარკვია, საქმე მართლაც თანამშრომლების დანიშვნის საკითხს ეხება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის თანამშრომლები, რომლებიც სამთვიანი ვადით ჰყავდათ დანიშნული, სამი თვის ვადის გასვლის შემდეგაც მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებდნენ, ღებულობდნენ ხელფასებს და პრემიებს. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ მათ საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგებელი პასუხისგებაში მისცეს
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის საქმით პროკურატურა დაინტერესდა
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის საქმეზე პროკურატურამ ძიება შეწყვიტა
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
ლეგაშვილის ხუთსაათიანი დაკითხვა დასრულდა
ახალციხის მერიის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე პროკურატურამ ძიება დაიწყო
პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე