FM97.5 / LIVE

რა შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილა მოსამართლემ ახალციხის ბრალდებულ გამგებელს

მთავარისამართალი 08.05.2014
ვინ ვის დაავალა დოკუმენტების განადგურება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და როგორ მოხვდა თანამშრომელთა დანიშვნის ბრძანებების დედნები პროკურატურაში. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის საქმის წინა სასამართლო სხდომა და დაცვის მხარის დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობები.

რა შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილა მოსამართლემ ახალციხის ბრალდებულ გამგებელს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე და მისი ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი

დღეს, 8 მაისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ბლიაძის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლოში განსახილველი მტკიცებულებების ნუსხა პროცესზე მხოლოდ პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა წარადგინა.

„რაც კი გამგეობაში დოკუმენტები იყო, ყველაფერი პროკურატურაში წაიღეს“, –განაცხადა სასამართლო პროცესზე ბესიკ ბლიაძის ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა.

როგორ მოხვდა დოკუმენტები ეკა ტატალაშვილთან

პროკურორმა მტკიცებულებათა ჩამონათვალში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრებისა და საქმის წარმოების ყოფილი სპეციალისტის ეკა ტატალაშვილის განცხადებაც წარმოადგინა. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვის გამგეობის თანამშრომელთა დანიშვნის ბრძანებების დედნებიც.

ნუგზარ სამარჯიშვილმა მოსამართლესთან ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, გამოძიებას არ გაურკვევია, როგორ მოხვდა გამგეობის ყოფილ თანამშრომელთან დოკუმენტები.

„ტატალაშვილი თანამშრომელიც რომ ყოფილიყო, მაშინაც კი არ ჰქონდა ამ ბრძანებების გატანის უფლება. ვინ დაეხმარა მას დოკუმენტების გამგეობიდან გამოტანაში?! მას განცხადებით მიემართა პროკურატურისთვის და გამოძიება თავად ამოიღებდა მათ“, – ამბობს სამარჯიშვილი და ამატებს, რომ აღნიშნული ბრძანებები პროკურატურაში არაკანონიერი გზით იქნა მოხვედრილი და ამიტომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

არ დაეთანხმა ადვოკატს მამუკა ქომოშვილი.

„მაკა სამსონიძემ (გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი) ეს დოკუმენტები მაშინ გადასცა ეკას, როცა ის მოქმედი თანამშრომელი იყო და დაავალა, რომ გაენადგურებინა. ეკამ არ გაანადგურა და პროკურატურაში წარადგინა“, – განაცხადა ქომოშვილმა.

ამიტომ, მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტები პროკურატურაში კანონიერი გზით მოხვდა: „სამარჯიშვილის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

რა შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილა მოსამართლემ ახალციხის ბრალდებულ გამგებელს
ეკა ტატალაშვილი - გამგეობის ყოფილი სპეციალისტი კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში

ადვოკატი: „ბლიაძეს ამ დოკუმენტების განადგურება რომ სდომებოდა, თვითონ გაანადგურებდა“

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა მართლაც არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ ადვოკატმა მოსამართლესთან მეორე შუამდგომლობა დააყენა. მან მოსამართლეს ბლიაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა სთხოვა.

„ბლიაძემ 3 თვით დანიშნული თანამშრომლებისათვის დანიშვნის ვადის გახანგრძლივება გადაწყვიტა. რჩევისთვის სამსონიძეს და ავთანდილ თელიაშვილს (იურიდიული სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი) მიმართა. თელიაშვილმა მიუთითა, რომ ახალი ბრძანებები დაეწერათ. ბესომ დაავალა ძველი რიცხვით და ხანგრძლივი ვადით დაეწერათ ეს ბრძანებები. ასეც მოხდა და ეს ბრძანებები ამ თანამშრომლების პირად საქმეებში მოთავსდა“, – განმარტავს სამარჯიშვილი.

მისივე თქმით, აზრს მოკლებულია პროკურორის განცხადება, რომ თითქოს ამ ბრძანებების განადგურება გამგებელმა მაკა სამსონიძეს დაავალა: „თუ განადგურება უნდოდა ბლიაძე თვითონ ვერ გაანადგურებდა?! თავის თავის წინააღმდეგ კომპრომატს ხომ არ შეინახავდა?! შესაძლოა ვინმეს წინასწარი განზრახვა ჰქონდა და გამგებელს ეს დოკუმენტები შეაპარა“.

ადვოკატის მტკიცებით, გამგებელს თანამშრომლების დანიშვნის ვადის გახანგრძლივება მხოლოდ იმიტომ სურდა, რომ ის საქმე, რასაც ისინი ასრულებდნენ არ ჩავარდნილიყო: „ბლიაძეს ეს ანგარებით ან რაიმე პირადი მოტივით არ გაუკეთებია, ამიტომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს“.

მოსამართლემ სამარჯიშვილს არც საქმის შეწყვეტის შესახებ დაყენებული შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.

„ბრალდების მტკიცებულება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა ბლიაძის მიმართ გამამტყუენებელი განაჩენი დადგეს“, – განაცხადა მოსამართლემ და არსებითი განხილვის თარიღად 20 მაისი ჩანიშნა.

დაარღვია თუ არა პროკურატურამ უდანაშაულობის პრეზუმფცია

დღევანდელი პროცესით ბესიკ ბლიძე უკმაყოფილო დარჩა: „თავს არ ვცნობ დამნაშავედ და დანარჩენი ალბათ არსებითი განხილვის დროს გაირკვევა“.

არსებით განხილვაზე კი, როგორც ადვოკატი აცხადებს, ერთ–ერთი მთავარი საკითხი რომელსაც განიხილავენ, ბლიაძის ნასამართლეობა იქნება.

„პროკურატურამ მტკიცებულებებში წარმოადგინა, რომ თითქოს ბლიაძე ნასამართლევია. შესაძლოა ეს მექანიკურადაც მოუვიდათ, მაგრამ ასე მათ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიეს“, – განაცხადა სამარჯიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბრალი 24 მარტს წაუყენეს. მას ბრალი სსკ-ის 341-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. 25 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბლიაძეს გირაო 4,000 ლარი შეუფარდა. ამავე დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

რა შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილა მოსამართლემ ახალციხის ბრალდებულ გამგებელს
იურიდიული სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი ავთანდილ თელიაშვილი
[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეკა ტატალაშვილი: 'გამგეობიდან დოკუმენტები არ მომიპარავს'
გამგებლის პროცესზე ის მოწმეები დაკითხეს, რომელთა ბრძანებების გაყალბებაშიც მას ადანაშაულებენ
ახალციხის გამგებელი პასუხისგებაში მისცეს
რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას
როგორ მოხვდა თანამშრომლების დანიშვნის ბრძანებები ახალციხის გამგეობიდან პროკურატურაში
რატომ არ გამოცხადდნენ ბრალდების მხარის მოწმეები ახალციხის გამგებლის სასამართლო პროცესზე
ახალციხის ყოფილ გამგებელთან ერთად დამნაშავედ ადმინისტრაციის სამსახურის უფროსიც ცნეს