FM97.5 / LIVE

გამგებლის პროცესზე ის მოწმეები დაკითხეს, რომელთა ბრძანებების გაყალბებაშიც მას ადანაშაულებენ

მთავარისამართალი 25.07.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესზე ის მოწმეები დაიკითხნენ, რომელთა ბრძანებების გაყალბების გამოც იგი პასუხისგებაში მისცეს.

გამგებლის პროცესზე ის მოწმეები დაკითხეს, რომელთა ბრძანებების გაყალბებაშიც მას ადანაშაულებენ

დღეს, 25 ივლისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

ბრალდებისა და დაცვის მხარის შეკითხვებს, ამჯერად, ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგეობის შესყიდვების სამსახურის სპეციალისტებმა მანანა ბალიაშვილმა და ქეთევან ინასარიძემ უპასუხეს. ბესიკ ბლიაძეს ბრალი სწორედ მათი და მათთან ერთად კიდევ ორი თანამშრომლის ბრძანებების გაყალბებაში ედება.

ბლიაძის ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით, აღნიშნული მოწმეების დაკითხვა დაცვის მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით იყო, რომ მას სურდა გაერკვია, გამგებელმა თანამშრომლებს სამსახურში დანიშვნის ბრძანებები პირადი მოტივით ხომ არ გაუგრძელა.

„341 მუხლის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, რომლითაც ბრალი ედება ბლიაძეს, სამსახურეობრივი სიყალბე გამოწვეული ანგარებით ან პირადი მოტივით უნდა იყოს, სწორედ ასეთ შემთხვევაშია ეს ქმედება დასჯადი“, - აცხადებს სამარჯიშვილი.

მისი თქმით, მის მიერვე დასმულ კითხვაზე, მაშინ როცა ბალიაშვილს და ინასარიძეს სამსახურში მუშაობის ვადა ეწურებოდათ, ხომ არ სცადეს რაიმე ფორმით გამგებლისთვის სამსახურში დარჩენა ეთხოვათ, განაცხადეს რომ არა.

„მანანა ბალიაშვილმა გვიპასუხა, რომ ახლაც არ იცნობს ბესიკ ბლიაძეს პირადად. ქეთევან ინასარიძემ კი თქვა, რომ გამგებელთან საუბარი მხოლოდ სამსახურეობრივ თემებზე ჰქონდა“, - ამბობს სამარჯიშვილი.

მისივე თქმით, როგორც მოწმეებმა დარბაზში განაცხადეს, თუ მაშინ ბლიაძე მათ გაათავისუფლებდა, შემცვლელის მოძებნა სწრაფად ვერ მოხდებოდა და ამის გამო ის დარგი, რომელშიც მუშაობდნენ, რაღაც პერიოდი ჩავარდებოდა.

„გამოდის, რომ ბლიაძეს გამგეობის კარგად მუშაობაში ადანაშაულებენ“, - აცხადებს სამარჯიშვილი.

მომავალი სასამართლო სხდომა 7 აგვისტოს16:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბრალი 24 მარტს წაუყენეს. მას ბრალი სსკ-ის 341-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. 25 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბლიაძეს გირაო 4,000 ლარი შეუფარდა. ამავე დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლოში ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
გამოძიების დასრულებამდე ახალციხის გამგებელი სამსახურში ვერ დაბრუნდება
რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას
ახალციხის ყოფილი გამგებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ახალციხის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გადაიდო
ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე ისევ ერთი მოწმე დაიკითხა
ვინ ჩაანაცვლებს დროებით ახალციხის გამგებელს?