FM97.5 / LIVE

ჭელის მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი 'ოცნების' ახალციხის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს

მთავარიპოლიტიკა 25.03.2014
პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას გიორგი კოპაძე უხელმძღვანელებს. კოპაძე 25 მარტს, პარტიის დამფუძნებელი ყრილობაზე, 97-მა დელეგატმა ერთხმად აირჩია.

ჭელის მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი 'ოცნების' ახალციხის ორგანიზაციას  უხელმძღვანელებს
ახალციხეში დღეს გამართულ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობას საქართველოს პარლამენტის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და ასევე „ქართული ოცნების“ რეგიონული და რაიონული წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

113 მოწვეული დელეგატიდან შეხვედრას 97 დაესწრო. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქალაქის ყოფილი მერი გიორგი კოპაძე მათ ერთხმად აირჩიეს.

კოპაძე ახალციხის მერი 1991-1995 წლებში იყო. ბოლო პერიოდში კოპაძე საზოგაოდებას ახალციხეში გამართული ჭელის მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციებით დაამახსოვრდა. იგი 2013 წლის აგვისტოში ახალციხეში გამართული მართლმადიდებლური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ჭელის მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი 'ოცნების' ახალციხის ორგანიზაციას  უხელმძღვანელებს
გიორგი კოპაძე მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციაზე. 29 აგვისტო, 2013 წელი

„დღეს საბოლოოდ დაარსდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული ორგანიზაცია ახალციხეში. სამი წლის განმავლობაში ეს არ მომხდარა და ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს მოხდა. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ თავმჯდომარედ ამირჩიეს და ხალხის ნდობა მოვიპოვე. ვეცდები, ის საქმიანობა, რაც მე დამევალა და რისი საკმაო გამოცდილებაც მაქვს, მოვიყვანო იმ რეჟიმში და იმ ჩარჩოებში, რასაც პარტია მოითხოვს ჩვენგან“, - განაცხადა გიორგი კოპაძემ.

ჭელის მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი 'ოცნების' ახალციხის ორგანიზაციას  უხელმძღვანელებსკოპაძის „ქართული ოცნებასთან“ კავშირზე ახალციხეში გაცილებით ადრე დაიწყო საუბარი. იგი „ოცნების“ ახალციხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად მოიაზრებოდა. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ „ოცნების“ შტაბის ყოფილმა უფროსმა მალხაზ ჟუჟუნაძემ, 21 თებერვალს განუცხადა, თუმცა, მაშინ, კოპაძემ ეს ინფორმაცია უარყო.

დღევანდელ შეხვედრაზე „ქართული ოცნება დემოკრატიული - საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს ხუთი წევრიც აირჩიეს. გიორგი კოპაძის თქმით, მურმან თოთაძე, ნანა თარხნიშვილი, ზაზა გელაძე, ბიჭიკო მოდებაძე და მალხაზ ჟუჟუნაძე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად პარტიულ დავალებებს შეასრულებენ.

„პარტიის ყველა სტრუქტურაში ხელმძღვანელი ხმათა უმრავლესობით ირჩევა“, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ ჟუჟუნაძე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბს ხელმძღვანელობდა.

გიორგი კოპაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ იწყება. არც ისაა გადაწყვეტილი ვინ უხელმძღვანელებს საარჩევნო შტაბს: „ჯერ იქნება პარტიული სამუშაოები, გაწევრიანება, პირველადი პარტიული და ახალგაზრდული ორგანიზაციების შექმნა და ასე შემდეგ“.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებიდან დამფუძნებელ ყრილობას თამაზ ავდალიანი ესწრებოდა.

ჭელის მინარეთის დაბრუნების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი 'ოცნების' ახალციხის ორგანიზაციას  უხელმძღვანელებს„გავაცანით პარტიის მიზნები და ამოცანები, ახლა მათგან მოველით მეტ ჩართულობას და აქტიურობას, რადგან წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს. ეს კი ის ეტაპია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ უნდა წავიდეს საქართველოს პოლიტიკური არენიდან. არა რეპრესიების გზით, არამედ არჩევნების საშუალებით“, - განაცხადა ავდალიანმა და დასძინა, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, - „პირველი ეტაპი იყო 2012 წლის პირველი ოქტომბერი, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. შემდეგ იყო მეორე ეტაპი, როცა საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი წარმომადგენელი გახდა და ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როცა უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლება გადმოვა ჩვენს ხელში, ვინაიდან ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული მოსახლოების წინაშე“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჟუჟუნაძის თქმით, 'ოცნების' შტაბს კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აღნიშნულს უარყოფს
ახალციხეში 'ოცნების' საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი კოპაძე აირჩიეს
ახალციხეში ‘ქართული ოცნების’  პარტიული ყრილობა ჩატარდება
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს
ბიძინა ივანიშვილი  'ქართული ოცნების' თავმჯდომარედ  აირჩიეს
'ოცნება' ახალციხეში პარტიული შტაბების გახსნას გეგმავს [Video]
ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს