FM97.5 / LIVE

ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.04.2018
ასპინძაში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე, საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ, მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს.

ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს
პარტია „ქართული ოცნება“ რეგიონებში კონფერენციების გამართვასა და საოლქო ორგანიზაციების განახლებას აგრძელებს.

15 აპრილს „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე როსტომ მაგრაქველიძის კანდიდატურა პარტიის წევრებს, პარლამენტარმა დიმიტრი სამხარაძემ წარუდგინა.

ახლადარჩეული ასპინძის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამბობს, რომ მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირი ექნება – „მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრები მექნება, მათ აზრს გავითვალისწინებ და ყველა განსახორციელებელ თუ მიმდინარე პროექტებში ჩართულები იქნებიან“.

რეგიონულ კონფერენციაზე, ასევე აირჩა ბიუროს ხუთი წევრი და 150 დელეგატი.

საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე, როსტომ მაგრაქველიძემ ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ჩაანაცვლა. მელიქიძე „ქართული ოცნების“ დელეგატებმა 2013 წელს აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციები გაიმართა ახალციხესა და ბორჯომშიც. ახალციხეში საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი გიორგი კოპაძე, ბორჯომში კი მერი ლევან ლიპარტია აირჩიეს.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში 'ოცნების' საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლევან ლიპარტია აირჩიეს
ახალციხეში 'ოცნების' საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი კოპაძე აირჩიეს
ადიგენში "ოცნების" საოლქო ორგანიზაციას ზაქარია ენდელაძე უხელმძღვანელებს
ბორჯომში 'ოცნების' საოლქო ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
ადიგენში „ოცნების“ თავმჯდომარედ ზაქარია ენდელაძე აირჩიეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა მელიქიძე აირჩიეს



„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს