FM97.5 / LIVE

ახალციხეში უმაღლესი განათლების სტრატეგია განიხილეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.03.2014
20 მარტს, ახალციხეში, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარების შესახებ იმსჯელეს. აკადემიური საზოგადოების, სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების კითხვებს ექსპერტებმა უპასუხეს.

ახალციხეში უმაღლესი განათლების სტრატეგია განიხილეს
შეხვედრა, რომელიც 2 საათს გაგრძელდა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. დუსკუსიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, სტუდენტები, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსია პროექტის „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება“ პრეზენტაციით დაიწყო. ამ პროექტის მიზანი ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირება და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა.

უმაღლესი განათლების პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა დოკუმენტების სამუშაო ვერსიები ხუთი სტრატეგიული მიმართულების მიხედვით.

1. უნივერიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება;
2. უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსება და ფინანსური მართვა;
3. სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია;
4. უმაღლესი განათლება და დასაქმება;
5. ხარისხის უზრუნველყოფა;

ჩატარებული კვლევის შედეგად მომზადდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი, რომელიც უმაღლესი განათლების სტრატეგიის შექმნას უნდა დაეხმაროს. შემუშავდა დასკვნები და რეკომენდაციები კანონში შესატანი ცვლილებებით.

„ჩვენ გვაინტერესებს სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური პრესონალის აზრი ამ კვლევებთან დაკავშირებით. მათი შენიშვნებსა და რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ საბოლოო ვერსიაში, რომელიც წარედგინება განათლების სამინისტროს. როდესაც სამინისტრო დაიწყებს სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობას, იმედია, რომ მათთვის საინტერესო იქნება ამ კვლევებისა და აკადემიური პერსონალის მოსაზრებების გაცნობა“, - ამბობს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ უმაღლესი განათლების პროგრამის მენეჯერი ხათუნა იოსელიანი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ასოცირებული პროფესორი ფინანსების მიმართულებით, როინ თათეშვილი ამბობს, რომ მას უმაღლესი სასწავლებლების ქონების მართვის საკითხები აინტერესებდა: „მაგალითად, როგორ მოხდება ქონებისა და ფინანსების განკარგვა. ამ მიმართულებით დღეს არსებობს ხარვეზები. საშტატო ერთეულებისა და სტრუქტურის დამტკიცება, მართალია ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, მაგრამ ისევ სამინისტროსთან არის შესათანხმებელი, რაც იწვევს გაურკვევლობას. იგივე კითხვა მქონდა შესყიდვებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ“.

პროექტი „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება“, 2013 წელს, ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველო”-ს ფინანსური მხარდაჭერით განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM) განახორციელა. პროექტის პარტნიორები იყვნენ: TEMPUS-ის ეროვნული ოფისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი(CSS), საერთაშორისო განათლების ცენტრი(CIE) და ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა(AFP).

მსგავსი საჯარო დისკუსიები უკვე გაიმართა ქუთაისსა და ბათუმში. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ქალაქში. შეხვედრების შედეგად დაგროვილი რეკომენდაციები კი საბოლოო დოკუმენტში აისახება.

ახალციხეში უმაღლესი განათლების სტრატეგია განიხილეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე იმსჯელებენ
ახალციხეში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე იმსჯელეს
განათლების მინისტრი ახალციხეში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს
განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს
16 ნოემბერს სამცხე–ჯავახეთს განათლების მინისტრი ესტუმრება