FM97.5 / LIVE

ახალციხეში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.11.2015
რა არის საჭირო იმისთვის, რომ გლობალიზაციის პირობებში უნივერსიტეტში სწავლების ხარისხი გაუმჯობესდეს – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.

ახალციხეში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაზე იმსჯელეს

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოეწყო. აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის საკითხებით, უმაღლესი განათლების გლობალიზაციის მიერ შექმნილი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით აკადემიური საზოგადოების ფართო წრეების დაინტერესებასა და ამ კუთხით საჯარო და საუნივერსიტეტო პოლიტიკის განვითარებას.

„ინტერნაციონალიზაცია შევარჩიეთ იმის გათვალისწინებით, რომ როცა გასულ წელს აკადემიურ სამოქალაქო საზოგადოებასთან გვქონდა დებატები, გამოიკვეთა, რომ სწორედ ეს არის ის სერიოზული გამოწვევა და შესაძლებლობა, რასაც აკადემიური საზოგადოება ხედავს. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ეს მიმართულება განგვეხილა“, – ამბობს ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ სტიპენდიანტი, პროექტის ფასილიტატორი თეა სიფრაშვილი და ამატებს, რომ აღნიშნული შეხვედრებისა და დებატების საფუძველზე შემუშავდება პოლიტიკური ნარკვევები, რომელიც დაეხმარება, როგორც საუნივერსიტეტო ხელმღვანელობას, ასევე სამინისტროს იმისთვის, რომ სწორად დაგეგმოს უმაღლესი განათლების პოლიტიკა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის მიზანი უნივერსიტეტებისთვის ორმხრივია. ერთის მხრივ სასწავლებლები იღებენ გამოცდილებას თუ როგორ ახერხებენ სხვა უნივერსიტეტები გლობალიზაციის პირობებში საკუთარი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, რა სტრატეგიები აქვთ შემუშავებული და როგორ ხდება ამ სტრატეგიების განხორციელება. მეორეს მხრივ კი მათ აქვთ საშუალება საკუთარი აზრი გამოთქვან და რეკომენდაციები შეიმუშავონ იმისთვის, რომ ცენტრალიზებულად დაგეგმილი პოლიტიკის ნაცვლად,
მოხდეს პრაქტიკოსებისაგან მიღებული გამოცდილების გათვალისწინება.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მართალია ინტერნაციონალიზაციის საკითხი როგორც აკრედიტაციის სტანდარტი ჯერ არ არის შეტანილი და დამკვიდრებული, მაგრამ სამომავლოდ აუცილებლად იქნება ავტორიზაცია–აკრედიტაციის სტანდარტი. ამიტომ ის საკითხი რაზეც დღეს დისკუსია გაიმართა, მომავალში საკმაოდ მოთხოვნადი იქნება.

„ჩვენ გააზრებული გვაქვს რა დიდი ბარიერები გვაქვს გასავლელი ამ მიმართულებით, მაგალითად ენის ცოდნა სტუდენტების, აკადემიურ თუ ადმინისტრაციულ დონეზე. ენის ბარიერი კი თავის მხრივ ხელს უშლის პროგრამების მომზადებას. პროგრამას ერთის მხრივ უნდა ჰყავდეს თავისი მსმენელი და უნდა გვყავდეს ადგილობრივი მსმენელიც. გარდა ამისა მთავარია, განმახორციელებლები და აუცილებელი ლიტერატურა. ძალიან შრომატევადი გზა არის გასავლელი“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი.

მსგავსი დისკუსია საქართველოს სხვადასხვა ქალაქების უნივერსიტეტებში ეწყობა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში უმაღლესი განათლების სტრატეგია განიხილეს
ახალციხეში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე იმსჯელებენ
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
ახალციხის უნივერსიტეტში დებატების ფინალი შედგა
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
განათლების მინისტრი ახალციხეში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა
„საერთაშორისო განათლების ცენტრის” პრეზენტაცია სტუდენტებისთვის