FM97.5 / LIVE

განათლების მინისტრი ახალციხეში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 12.12.2014
დღეს, 12 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ–მასწავლებლებს შეხვდა.

განათლების მინისტრი ახალციხეში სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდა
საინფორმაციო სახის შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართა. შეხვედრას თამარ სანიკიძესთან ერთად ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ–ი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანი კენ ულში ესწრებოდა.

შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის, ასევე, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის და სკოლის დირექტორებისთვის პროექტის - „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ - გაცნობა იყო. უმაღლესი განათლების შესახებ პროექტს აშშ–ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აფინანსებს.

„ჩენი ვიზიტის მიზანია სტუდენტებს გავაცნოთ სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები და მივაწოდოთ ინფორამცია ამ უნიკალრი პროგრამის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ამერიკული განათლების საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას“, – ამბობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანი კენ ულში.

აღნიშნულ პროექტს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სამი სახელმწიფო უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმი განახორციელებს. შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში.

პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ჩვენ დღეს მოვუყევით სტუდენტებს და სკოლის მოსაწავლეებს იმ ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც იწყება. ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების განსახორციელებელი პროგრამები. აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა რომ ბოლომდე გაეცნოს და ისარგებლოს ამ პროგრამით“, – ამბობს თამარ სანიკიძე.

პროექტის განხორციელება 2014 წელს დაიწყო. ის ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ახალციხეში სპეციალურ სემინარს გამართავს
სან დიეგოს უნივერსიტეტის სემინარი ახალციხეში
სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ
უნივერსიტეტის რექტორი სკოლის დირექტორებს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროგრამები აკრედიტაციას გადის
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი მასწავლებლებსა და დირექტორებს გადაამზადებს
სან–დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ახალციხიდან