FM97.5 / LIVE

ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი შეიცვალა

მთავარიპოლიტიკა 05.03.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ბალახაშვილმა საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართა. გამგებლის მოვალეობას ამიერიდან ზაქარია ენდელაძე შეასრულებს.

ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი შეიცვალა
ზაქარია ენდელაძე

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, რომელიც 2013 წლის სექტემბრიდან ადიგენის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა, გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ, 4 მარტს დაწერა. ბალახაშვილი გამგებლის მოვალეობას აღარ შეასრულებს, თუმცა, ჯერ რჩება გამგებლის მოადგილედ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე არსენ ბალახაშვილი ზაქარია ენდელაძემ ჩაანაცვლა. შეგახსენებთ, ზაქარია ენდელაძე ადიგენის გამგეობაში 26 თებერვალს გამოჩნდა. 27 თებერვალს გამგებლის მოადგილედ დანიშნეს. ბალახაშვილის განცხადების დაკმაყოფილების შემდეგ, გამგებლის მოვალეობის შესრულება ენდელაძეს ავტომატურად დაეკისრა.

ზაქარია ენდელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენიდანაა. 1999 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს მესხეთის ფილიალში ისტორიის ფაკლულტეტი დაამთავრა. 1999 წლიდან 2004 წლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ორგანოებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2004 წლიდან 2007 წლამდე იურიდიულ ფაკუკლტეტზე სწავლობდა. 2004 წლიდან 2014 წლის თებერვლის ბოლომდე ადვოკატთა ასოციაციის წევრი იყო და დედაქალაქში საქმიანობდა.

შეგახსენებთ, ადიგენში მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" გასულ კვირას წერდა.

ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი შეიცვალა
არსენ ბალახაშვილი

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ახალი გამგებელი იქამდე შეარჩიეს, ვიდრე ყოფილი გამგებლის საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს
ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ადიგენში საკონკურსო კომისია თავმჯდომარემ, გივი ენდელაძემაც დატოვა
ვინ შეასრულებს ახალციხის გამგებლის მოვალეობას?
ადიგენში საჯარო მოხელეებს ხელფასები გაუზარდეს
ბორჯომში გამგებლის მოვალეობას გიორგი ჭანკოტაძე ასრულებს