FM97.5 / LIVE

ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა

მთავარიპოლიტიკა 02.09.2013
დღეიდან, 2 სექტემბრიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლად, ყოფილი გამგებლის მოადგილე, არსენ ბალახაშვილი დაინიშნა.

ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნა
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის გივი ენდელაძის განმარტებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს სიმონ პარუნაშვილს, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, სასამართლომ უფლებამოსილება 29 აგვისტოს, დროებით შეუწყვიტა.

გამგებლის პოსტზე კონკურსი ჯერ არ გამოცხადდება. არსენ ბალახაშვილი იმ დრომდე შეასრულებს გამგებლის მოვალეობას, ვიდრე სასამართლო სიმონ პარუნაშვილს განაჩენს არ გამოუტანს. სასამართლო 25 ოქტომბერსაა დანიშნული.

„სასამართლო გადაწყვეტილებამდე კონკურსს ვერ გამოვაცხადებთ, რადგან პარუნაშვილს უფლებამოსილება დროებით აქვს შეწყვეტილი. მას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება არ აქვს დაწერილი, შესაბამისად, არ გვაქვს უფლება კონკურსი გამოვაცხადოთ“,-ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გივი ენდელაძე.

შეგახსენებთ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, 27 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ დააკავა. მას ბრალი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორ ეპიზოდში ედება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გამგებელს ტენდერში მონაწილე კომპანიისადმი მიკერძოებულობაში დასდეს ბრალი. 29 აგვისტოს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადიგენის გამგებელს 3000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

არსენ ბალახაშვილი 2008 წლის ივლისიდან გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ადიგენის გამგებელს განაჩენს გამოუტანენ
ადიგენის გამგებელს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა
ადიგენის გამგებელს ბრალი წაუყენეს
ადიგენის გამგებლის სასამართლო დღეს 10 წუთში დასრულდა
დღეს ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გაიმართება
ადიგენის გამგებელს 3000 ლარის ოდენობის გირაო დააკისრეს
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს