FM97.5 / LIVE

ადიგენში საკონკურსო კომისია თავმჯდომარემ, გივი ენდელაძემაც დატოვა

მთავარიპოლიტიკა 05.03.2014
ადიგენის თვითმმართველობაში შექმნილ საკონკურსო კომისიას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე აღარ უხელმძღვანელებს. ენდელაძემ კომისია დღეს, 5 მარტს დატოვა.

ადიგენში საკონკურსო კომისია თავმჯდომარემ, გივი ენდელაძემაც დატოვა
საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამავე დროს თვითმმართველობაში მოხელეთა შესარჩევად შექმნილ საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ კომისია ოჯახური პირობების გამო დატოვა.


"არ მქონდა დრო, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიისთვის მეხელმძღვანელა“,- აცხადებს ენდელაძე.

10 თებერვალს შექმნილ საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში7 წევრი იყო. ენდელაძე მესამეა, ვინც კომისიას ტოვებს.

14 თებერვალს კომისია დატოვეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ბალახაშვილმა და გამგებლის მოადგილის მოვალოების შემსრულებელმა ზაზა ძინძიბაძემ.

ამათგან, ბალახაშვილმა კომისია მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ მას და ენდელაძეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომები არ ჰქონდათ. თუმცა,ენდელაძე, რომელმაც კომისია დღეს დატოვა, ირწმუნება, რომ უდიპლომობა არაფერ შუაშია.

დღეიდან, ენდელაძის ნაცვლად, კომისიას მისი მოადგილე, თემურ ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს. დღეიდან კომისიის წევრი გახდა ზაქარია ენდელაძეც, რომელიც ასევე დღეიდან შეუდგა გამგებლის მოვალეობის შესრულებას.

თემურ ფეიქრიშვილის თქმით, ზაქარია ენდელაძეს კანონი ავალდებულებს, რომ კომისიის წევრი გახდეს.

ამ ეტაპზე 7-კაციან კომისიას ერთი წევრი აკლია.

"ვინ დაინიშნება ამ ადგილზე, ხვალ გაირკვევა“,- ამბობს ფეიქრიშვილი და აქვე ამატებს, რომ მომავალ კვირას უკვე გაირკვევა კანდიდატებთან გასაუბრების ვადებიც.

ადიგენში საკონკურსო კომისია თავმჯდომარემ, გივი ენდელაძემაც დატოვა
კომისიის ახალი ხელმძღვანელი თემურ ფეიქრიშვილი
[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკონკურსო-საატესტაციო კომისია გასაუბრებებს იწყებს
ადიგენის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისია დაკომპლექტდა
ადიგენში საჯარო მოხელეების დიპლომებით დაინტერესდნენ
ახალციხის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისიას ქალაქის მერი უხელმძღვანელებს
საკრებულოს დეპუტატმა ზოია ბალიაშვილმა განათლების კომისია დატოვა
ადიგენში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი შეიცვალა
ახალციხის თვითმმართველობის საპრეტენზიო კომისია საჩივრებს სწავლობს