FM97.5 / LIVE

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში მესხეთში საპროექტო სამუშაოები დაიწყო

მთავარიეკონომიკა 29.05.2014
რა ეტაპზეა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში და როდის დაიწყება პროექტების განხორციელება;

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში  მესხეთში საპროექტო სამუშაოები დაიწყო
გასული, 2013 წლის მსგავსად, წელსაც, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი პროექტების დასაფინანსებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო.

აღნიშნული პროგრამით გამოყოფილი თანხა მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა–რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას ან გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა–აღჭურვას უნდა მოხმარდეს.

რაც შეეხება ისტორიული და რელიგიური ძეგლების რეაბილიტაციას, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შეძენას, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით მათი განხორციელება დაუშვებელია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 2014 წელსვე უნდა დასრულდეს.

რა ეტაპზეა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად დაასახელა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სპეციალური განრიგი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც სოფლებში კრებები ჩატარდა. დასახელებული პრიორიტეტები კი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა სამინისტროში წარადგინეს.

ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოებზე მუშაობენ. სამივე მუნიციპალიტეტში გარკვეულია რომელი კომპანიები შეადგენენ პროექტებს.

ახალციხე

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის 654.047 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით მუნიციპალიტეტის 47 სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობებისა და კულტურის სახლების რეაბილიტაცია, სტადიონების მშენებლობა, გარე განათების დამონტაჟება, სასმელი და სარწყავი სისტემის მოწესრიგება, ასევე, რიტუალების სახლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ 47 სოფელში 56 პრიორიტეტია დასახელებული. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლის მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, უკვე ცნობილია ის კომპანიები, რომლებიც პრიორიტეტების მიხედვით პროექტებს შეადგენენ. ეს კომპანიებია: გიორგი ბაგინაშვილის საპროექტო კომპანია, გოჩა მიქაბერიძის შპს „ტექაღრიცხვა“, ნოდარ ბალახაშვილის შპს „მშენსერვისი 2012“, ბადრი მერაბიშვილის შპს „ნაფუძარი“ და ვახტანგ ხითარიშვილის შპს „მშენსერვისი“.

აღნიშნულ საპროექტო ორგანიზაციებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროექტების წარდგენის ვადა 28 მაისის ჩათვლით აქვთ. მალხაზ ჟუჟუნაძის განმარტებით, პრიორიტეტების ნაწილზე პროექტები უკვე მომზადებულია, ნაწილი კი ახლა მზადდება.
საპროექტო სამუშაოებისთვის, ამ პროგრამით, მუნიციპალიტეტში გამოყოფილი მთლიანი თანხის, ორი პროცენტია გათვალისწინებული, ამ თანხაში შედის ექსპერტიზაც.

„წყლის სისტემისა და ხიდის რეაბილიტაციის პროექტებს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, რომელიც იმ კომპანიამ უნდა გააკეთოს, ვინც კონკრეტულ პროექტს ადგენს“, – ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.

საპროექტო ორგანიზაციებმა მომზადებული პროექტები ჯერ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარადგინონ. ამის შემდეგ, საკრებულო განსახილველად გამგეობას გადაუგზავნის.

„პროექტებს გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამსახური განიხილავს და ამის მერე დამტკიცდება“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.

მისივე თქმით, დამტკიცების შემდეგ, პროექტები სამშენებლო კომპანიებს გადაუნაწილდებათ. სამუშაოები სავარაუდოდ პირველი ივნისიდან დაიწყება.

იმ კომპანიებს, რომლებიც პროექტებს შეადგენენ, საკუთარი პროექტის განხორციელების უფლება არ აქვთ. თუმცა, მათ უფლება აქვთ სხვა პროექტები განახორციელონ. მალხაზ ჟუჟუნაძე ამბობს, რომ პროექტის განხორციელებისთვის ტენდერი არ გამოცხადდება, სამშენებლო კომპანიებს მათი გამოცდილების მიხედვით შეარჩევენ და ხელშეკრულებას პირდაპირი წესით დადებენ.

ადიგენი

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, 547.067 ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტის 55 სოფელში 73 პრიორიტეტია დასახელებული.

პრიორიტეტები აქაც დაახლოებით იგივეა: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია, სტადიონების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემისა და წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, რიტუალების სახლის რეაბილიტაცია და ასე შემდეგ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, რომ საპროექტო სამუშაოების პარალელურად, უკვე მომზადებულ პროექტებზე სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებებიც იდება.

ადიგენის მუნიციპალიტეტში პროექტებზე სამი საპროექტო ორგანიზაცია, შპს „კვადრატი“, შპს „მშენესერვისი“ და „ადიგენი 2009“ მუშაობს. ორმა მათანმა დასახელებულ პრიორიტეტებზე პროექტები უკვე მოამზადა. ერთ საპროექტო კომპანიას კი პროექტების მომზადების ვადა 5 ივნისამდე აქვს.

„რამდენიმე სოფლის პროექტზე ხელშეკრულებები უკვე დადებულია. თვითონ სოფლები არკვევენ რომელმა სამშენებლო კომპანიამ უნდა შეასრულოს ესა თუ ის პროექტი და შემდეგ ამ კომპანიასთან ვდებთ ხელშეკრულებას. ეს არის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ და ჯობია სოფელმა თვითონ შეარჩიოს შემსრულებელი, რომელსაც მოსთხოვს პასუხს“, – განმარტავს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წელს 430.599 ლარია გამოყოფილი.
სასაფლაოს შემოღობვა, სარწყავი და სასმელი წყლის რეაბილიტაცია, სამანქანო გზების მოწესრიგება, რიტუალების სახლის რემონტი, გარე განათების დამონტაჟება, ხიდის მშენებლობა, სტადიონების შემოღობვა, მოსაცდელის მშენებლობა, - ის საკითხებია, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში პირველ რიგში მოსაგვარებელ პრობლემებად დაასახელდა.

31 სოფელში 51 პრიორიტეტია დასახლებული. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. 51-ვე პრიორიტეტზე პროექტებს ერთი საპროექტო კომანია, ინდ.მეწარმე დოდო რიბაკოვა ადგენს.
„საპროექტო სამუშაოების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია, ხელშეკრულება დადებული გვაქვს ერთ კომპანიასთან, რომელიც პროექტებზე მუშაობს. აღნიშნულ კომპანიას 5 ივნისამდე აქვს პროექტების წარდგენის ვადა“, - განმარტავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ კალაძე.

რომელი სამშენებლო კოპმანია განახორციელებს ამა თუ იმ პროექტს, მას შემდეგ გაირკვევა, რაც საპროექტო სამუშაოები დასრულდება.

ასპინძა

საპროექტო სამუშაობზე მუშაობენ ასპინძის მუნიციპალიტეტში. აქ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან, 279.000 ლარია გამოყოფილი. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ამ პროგრამისთვის დამატებით 50 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, საპროექტო სამუშაოები მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, კონკრეტული პროექტების განხორციელება დაიწყება.

ასპინძის მუნიციპალიტეტში საპროექტო სამუშაოებს ერთი ორგანიზაცია შპს „დ-მ“ ასრულებს.

„აღნიშნულ კომპანიას პროექტების უმრავლესობა უკვე მომზადებული აქვს. რვა პროექტი აქვს დარჩენილი, რომელსაც თვის ბოლომდე დაასრულებს. ამის შემდეგ სამუშაოები ყველგან დაიწყება“, - ამბობს ალექსანდრე პაპაშვილი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ 2014 წელს გარდამავალი პროექტები არ იქნება. „სოფლის მხრადაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მუნიციპალიტეტის სოფლებში დაგეგმილი ყველა პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 'სოფლის პროგრამით' სამშენებლო სამუშაოები ორ მუნიციპალიტეტში დაიწყო
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხეში საპროექტო სამუშაოები დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მეორე ეტაპი იწყება [R]
‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’ ახალ ეტაპზე გადავიდა
ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
ასპინძაში ‘სოფლის მხარდაჭერის’ ფული ისევ  'ქელეხებისთვის' დაიხარჯება