FM97.5 / LIVE

რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ დევნილებს, ვინც ბორჯომში ახალ ფართს დაიკავებს?

მთავარისაზოგადოება 19.02.2014
ბორჯომში მცხოვრები დევნილებისთვის, ვაშლოვანის დასახლებაში მდებარე ყოფილი სამშობიაროს შენობაში,18 საცხოვრებელი ბინა მოეწყობა. ვინ დაიკავებს შენობაში ფართს, სამინისტრო გადაწყვეტს.

რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ დევნილებს, ვინც ბორჯომში ახალ ფართს დაიკავებს?
ორსართულიან შენობაში რეკონსტრუქციის შედეგად 18 საცხოვრებელი ბინა გამოიყოფა: რვა ერთოთახიანი, ხუთი ოროთახიანი და ხუთი სამოთახიანი. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალოების შემსრულებელი თამაზ გვიმრაძე ამბობს, რომ შენობა იქნება გაზიფიცირებული და გაკეთდება ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც.

მისივე განმარტებით, ბინებით ის ოჯახები დაკმაყოფილდებიან, რომლებსაც ის ფართი, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, დაკანონებული არ აქვთ. მათ ბინების მისაღებად სპეციალური აპლიკაციები უნდა შეავსონ. აპლიკაციების შევსების დროს ლტოლვილთა სამინისტრო შენობის რეაბილიტაციის დასრულებამდე გამოაცხადებს.

„აპლიკაციის შევსება ბორჯომის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა დევნილს შეუძლია. ბინით მხოლოდ ის დევნილები დაკმაყოფილდებიან, რომლებსაც სამინისტრო მაღალ ქულებს მიანიჭებს. მათ, ვისაც სახელმწიფო ბინით, ან ფულადი კომპესაციით აკმაყოფილებს, აპლიკაციის შევსების უფლება არ აქვს“,- ამბობს გვიმრაძე და ამატებს, რომ აპლიკაცია დევნილებმა გორის სამმართველოში უნდა შეავსონ.

შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, USAD-ის დაფინანსებით და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოებს სააქციო საზოგადოება „ტრანს მშენი“ ასრულებს. კომპანიამ შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარე, 2014 წლის ივლისის ბოლოს უნდა დაასრულოს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მცხოვრები დევნილების ახალ საცხოვრებელში შესახლება აგვისტოში დაიწყება
ბორჯომში დევნილებს ბინებს უნაწილებენ
ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინებს ჯერ არ გადასცემენ
17 ივლისიდან დევნილები ბინების მისაღებად აპლიკაციების შევსებას დაიწყებენ
ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
ბორჯომში 64  დევნილ ოჯახს ბინას გადასცემენ