FM97.5 / LIVE

ბორჯომში 64 დევნილ ოჯახს ბინას გადასცემენ

მთავარისაზოგადოება 29.04.2016
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისთვის ბორჯომში ყოფილი საავადმყოფოს 4 სართულიანი შენობა რემონტდება. დევნილთა და განსახლების სამინისტრო შენობის რეაბილიტაციისთვის 1.750.000 ლარს ხარჯავს.

ბორჯომში 64  დევნილ ოჯახს ბინას გადასცემენ

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სს „სამშენებლო ტრესტი N3“ ასრულებს. შენობას გამოეცვლება სახურავი, მოწესრიგდება გარე ფასადი და შიდა ინტერიერი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დაასრულოს. ახალგარემონტებულ ბინაში დევნილებს წლის ბოლომდე შეასახლებენ.

ლტოლვოლთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე ახალგარემოტებულ შენობაში „ლიკანი–2“– ში მცხოვრები დევნილი ოჯახები შესახლდებიან,რომლებსაც უმძიმეს პირობეში უწევთ ცხოვრება. დარჩენილი ბინები კი სანატორიუმი „ლიკანის“ და „ლიკანი –3„–ის მაცხოვრებლებზე გადანაწილდება.

„პირველ რიგში „ლიკანი–2“ –ში მცხოვრები 35–მდე ოჯახი დაკმაყოფლდება, რადგან სამხარაულის დასკვნის საფუძველზე ამ შენობაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დანარჩენებისთვის შეივსება აპლიკაციები, შეფასდება ქულებით და ვისაც ყველაზე მაღალი ქულები ექნება, ისინი დაკმაყოფილდებიან“, – განაცხადა დევნილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე – ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა თამაზ გვიმრაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბორჯომში დაახლოებით 300 დევნილი ოჯახია, რომლებიც განსახლებას საჭიროებენ: „ბორჯომში გაცილებით მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ რამდენიმე ობიექტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მათ საკუთრებაში აქვთ გადაცემული, როგორიც არის პლატო, მთის ხეობა და ბალნეოლოგიური“.

2014 წელს 18 ოჯახს ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში მდებარე ყოფილი სამშობიაროს ახალგარემონტებულ შენობაში გადაეცა ბინა.

„ჩვენ გვაქვს შესყიდვის პროგრამაც, რომელიც ითვალიწინებს თანხის გამოყოფას სულთა რაოდნობის მიხედვით. რამდნიმე ოჯახს სანატორიუმ „ბორჯომიდან“ სამტრედიაში ვუყიდეთ ბინა, მაგრამ აქტიურობა ამ მხრივ ძალიან ნაკლებია“, – ამბობს თამაზ გვიმრაძე.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მცხოვრები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახები კორპუსების ავარიულობის გამო, წლებია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს , ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში დევნილებს ბინებს უნაწილებენ
რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ დევნილებს, ვინც ბორჯომში ახალ ფართს დაიკავებს?
ბორჯომში მცხოვრები დევნილების ახალ საცხოვრებელში შესახლება აგვისტოში დაიწყება
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინებს ჯერ არ გადასცემენ
ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს ბინები გადასცეს
ბორჯომში 18 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა